“თეა წულუკიანის ეს განცხადება არ იყო გასაკვირი მათი პირიდან, რადგან ყველამ დავინახეთ და კარგა ხანია ამას ვხედავთ, რომ ესენი არიან რუსები. ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა და იმ სახელმწიფოსი, რომელიც ჩვენი ნომერ პირველი მტერია. წულუკიანის ეს განცხადება უაღრესად დამცინავია ჩვენი სამხედროების მიმართ და ასევე იმ ვეტერანი ხალხის მიმართ, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე, ჯანმრთელობა გასწირეს და შესწირეს ჩვენს ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას და ჯანმრთელობას. აღარაფერს ვლაპარაკობ იმ გმირებზე, რომლებმაც დადეს თავი საქართველოს სიძლიერისთვის და დღეს, ისინი ჩვენს გვერდით არ არიან და თუ რატომ არ არიან ისინი დღეს სახლში, ზუსტად მაგიტომაც, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული არის და უფრო მეტის ოკუპაციას აპირებს რუსეთი ამათი ხელით უკვე, რაც არ გამოუვიდათ ძალით, არ გამოუვიდათ ომით, აგერ გამოაგზავნეს ხალხი, რომელიც ზუსტად მათ საქმეს აკეთებენ. ეს უთხრა თეა წულუკიანმა მთელ საზოგადოებას და კიდევ ერთხელ დაგვანახეს თუ ვინ არიან “, – ამბობს “ფარის” წერვი კახაბერ ჩიქოვანი
თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ განწირული” უწოდა.