კახაბერ ადამია: კანონიერი ხელისუფლება დაამხეს თუ სიზმრად ვნახე ახალგაზრდობაში?!

ძნელია 20 წლის ბიჭმა იწინასწარმეტყველოს, როგორ შეაფასებენ მის მოქმედებას 27-28 წლის შემდეგ… მაგრამ მაშინაც ღრმად მწამდა, რომ კანონიერი, ეროვნული ხელისუფლებისა და პრეზიდენტის დაცვით, 1991-992 წლის მოვლენების დროს და შემდგომ, ჩვენ არა მხოლოდ ზვიად გამსახურდიას ვიცავდით, არამედ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას!
ზვიადის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მედიასა და სოციალურ ქსელებს რომ გადავავლე თვალი, ცოტა დავეჭვდი… ჩვენთან კანონიერი ხელისუფლება, ქართველებმა რუსეთის დახმარებით და იარაღის ძალით დაამხეს თუ… ეგ ამბავი, სიზმრად ვნახე ახალგაზრდობაში?!”-წერს ჟურნალისტი კახაბერ ადამია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა მარტვილის მუნიციპალიტეტში
შემდეგი სტატიაჭავჭავაძის გამზირზე მიწა ჩამოიშალა – მაშველები მიწაში მოყოლილ ორ მუშას ეძებენ