,,ყველაფერი, რაც ,,ოცნების, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გარშემო ხდება, კეთდება მისი ფიგურის გასაძლიერებლად და მისი პოლიტიკური წონის ხელოვნურად გასადიდებლად, როგორც ქართველი ამომრჩევლის – ასევე დასავლელი პარტნიორების თვალში… და ამ პროცესის ინიციატორი, თავად მისივე გამაპრეზიდენტებელი – ბიძინა ივანიშვილია.
სალომე ზურაბიშვილს, არასოდეს მიუღია ისეთი გადაწყვეტილება, რაც ივანიშვილს რეალურად დააზიანებდა და არც არასოდეს მიიღებს, რადგან ის, რუსი ოლიგარქის თამაშის ნაწილია და მის თითებზე ჩამოკიდებული პოლიტიკური თოჯინა.
ივანიშვილი, წლებია ოლიგარქიულ რეჟიმს ინარჩუნებს არა მხოლოდ მმართველი ძალაზე კონტროლით, არამედ ოპოზიციაზე განცორციელებული კონტროლითაც. ამიტომ, ახლა მას სჭირდება ახალი, სანდო ფიგურები მის მიერვე მართული ოპოზიციაში… ისეთები, რომელთაც შეუძლიათ არა მხოლოდ ქართველი ამომრჩეველები, არამედ დასავლელი პარტნიორებიც გააბრიყვონ. სწორედ ასეთია პრეზიდენტად დასმული ზურაბიშვილი… ვითომ ოპოზიციურად განწყობილი, ვითომ მედასავლეთე, სინამდვილეში კი რუსი ოლიგარქის ერთგული ფიგურა.
დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე, ქართული ოპოზიციის ლიდერებად მოგვევლინებიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ცოტა ხნით ადრე, ივანიშვილის ხელის ბიჭები და ხელის გოგოების როლში ურცხვად იყვნენ… ის ხალხი, ვინც ბიძინაზე არასოდეს არაფერი უვნიათ და მან თავად გაუშვა ოპოზიციაში – სიტუაციის გასაკონტროლებლად.
კობახიძე – ზურაბიშვილის ,,საკონსტიტუციო,, შოუ, რომელსაც ამ დღეებში თქვენ უყურებთ, ბიძინას მიერ, ქართველი ამომრჩევლების და ჩვენი ევროპელი გულშემატკივრების ტვინების გამოსარეცხად დადგმული სპექტაკლია და მეტი არაფერი.
წლების უკან, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან შექმნა კარგი ხელისუფლება, მაგრამ ოპოზიცია არ გამოდგა კარგი… ახლა ის ახერხებს, რომ თავის ,,კარგ ხელისუფლებას,, შეუქმნას ,,კარგი ოპოზიცია,, , რითაც სერიოზულ რესურსებს ყრის იმ ფუნდამენტში, რასაც მისი რეჟიმის ხანგრძლივი შენარჩუნება ჰვქია”,-წერს სოციალურ ქსელში, ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი – კახაბერ ადამია.