ვფიქრობ, რომ ისრაელსა და ირანს შორის ომში ირანის რეჟიმი, ძალიან მოკლე დროში დამარცხდება, კაპიტულაციურ შეთანხმებას მოაწერს ხელს და საბოლოო ჯამში საკუთარ ქვეყანაშიც დაკარგავს ძალაუფლებას.
ამ ყველაფრის სამი მთავარი მიზეზი არსებობს.
️პირველი: ისრაელი, ირანზე უფრო განვითარებული, ეკონომიურად და ტექნოლოგიურიად უფრო ძლიერი, უძლიერესი თავდაცვითი ინსტიტუტების და საუკეთესო სპეცსამსახურების მქონე ქვეყანაა, რომელსაც აქვს სუპერთანამედროვე შეიარაღება.
მეორე: ისრაელს, ირანისგან განსხვავებით, მსოფლიო ზესახელმწიფოს, აშშ-ს მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს, როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით.
ირანი კი – მისი მოკავშირე რუსეთის მხარდაჭერასაც ვერ გრძნობს, რადგან რუსეთს ახლა თავადაც უჭირს. .
მესამე: ისრაელის ხალხი და ხელისუფლება, ერთიანი და მონოლითურია… ირანს კი, არადემოკრატიული, სასტიკი და კორუმპირებული რეჟიმი მართვას… და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, იქ თავად ცდილობს ამ რეჟიმისგან განთავისუფლებას.
დარწმუნებული ვარ, როდესაც ირანში რეჟიმი შეიცვლება და გახდება მშვიდობისმოყვარე სახელმწიფო მოკლე დროში ის გახდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში.
ირანელი ხალხის გენეტიკური ნიჭი და შესაძლებლობები მეცნიერებაში, ხელოვნებაში და ბევრ სხვა დარგში და ასევე ამ ქვეყნის მდიდარი ბუნებრივი რესურსები თავისუფლების და დანარჩენ მსოფლიოსთან მშვიდობიანი თანაარსებობის პირობებში, მას მოკლე დროში გადააქცევს ბევრ არაბულ ქვეყანაზე განვითარებულ და წარმატებულ სახელმწიფოდ.
ასე რომ ,,ზოგი ჭირი მარგებელიაო,, ტყუილად არ უთქვამთ ჩვენს წინაპრებს
ეს ომი, ირანელი ხალხისთვის, შესაძლებელია გარკვეული შანსიც კი იყოს.
გერმანელებიც კი ემადლიერებიან ახლა იმ ხალხს, ვინც ისინი ფაშიზმისაგან გაანთავისუფლა”,-წერს ჟურნალისტი, კახაბერ ადამია.