კახა შარტავა პოლიტიკაში ბრუნდება

ფრაქცია ”ეროვნული ფორუმი” საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. და არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. საპარლამენტო არჩევნებში კი პარტიის სიის პირველი ნომერი კახა შარტავა იქნება. „ყრილობის და პოლიტსბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად არჩევნებისათვის მზადების საერთო პოლიტიკური ხელმძღვანელობა დამევალა მე აქედან გამომდინარე მომავალი საპარლამენტო სიის სათავეში ყოფნაც დამევალა მე. მიუხედავად ჩემი განსხვავებული დამოკიდებულებისა ამ საკითხისადმი, გამომდინარე ვითარებიდან მე ამ ორივე ვალდებულებას შევასრულებ შესაძლებლობების ფარგლებში“- განაცხადა კახა შარტავამ.

banner
წინა სტატიაში“არჩევნების შემდეგ, ისეთ პარტიებთან შევქმნით კოალიციას, რომელსაც პროდასავლური კურსი ექნება”
შემდეგი სტატია“საპარლამენტო უმრავლესობა არ იშლება”