კახა საბანაძე : შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს მაქსიმუმს კონკრეტული შედეგის დასადებად

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ – კახა საბანაძემ გორში,
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი
გააკეთა. საბანაძემ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა,
რომ გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.
„მინდა ოჯახს მივუსამძიმრო, ეს არის საყოველთაო ტრაგედია და მაქსიმუმს
გავაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს კონკრეტული შედეგის დადება. ამ
ეტაპისთვის ვერსიებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვმუშაობთ ყველა
მიმართულებით.
გამოძიება დაწყებულია, აბსოლუტურად დეტალურად ვსწავლობთ შემთხვევის ადგილს,
შესაბამისად როგორც კი რამე იქნება ცნობილი გავაკეთებთ განცხადებას. ყველა
საგამოძიებო მოქმედება ტარდება იმისთვის, რომ დადგინდეს დანაშაულის შესაძლო
ჩამდენი პირი,” – განაცხადა კახა საბანაძემ
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე
გარდაცვლილი იპოვეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე
ხელმძღვანელობს.

banner
წინა სტატიაშიგორში მოკლული გოგონას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა
შემდეგი სტატიაკახა საბანაძე – “გამოძიებას აქვს კონკრეტული შედეგები და ამაზე უახლოეს საათებში ვისაუბრებთ”