კახა საბანაძე: მედიის წარმომადგენლების მიმართ დამიზნებით წყლის ჭავლის გამოყენება არ მომხდარა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე
ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც კახა საბანაძემ აღნიშნა, გუშინ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართულ აქციაზე
მედიასაშუალების წარმომადგენელთა მიმართულებით დამიზნებით წყლის ჭავლი არ
ყოფილა გამოყენებული.

“წყლის ჭავლი გამოყენებული იყო იმ მიმართულებით, საიდანაც მომდინარეობდა
საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების საფრთხე. იმის განსაზღვრა, სად
იდგა მედიის წარმომადგენელი, მერწმუნეთ, აქციის მართვის პროცესში იყო
რთული, თუმცა, დამიზნებით წყლის ჭავლის გამოყენება არ მომხდარა. მხოლოდ და
მხოლოდ წყლის ჭავლი გამოყენებულ იქნა იმ პროტესტანტების მიმართ, რომლებიც
ძალადობდნენ პოლიციელებზე და ცდილობდნენ ცესკოს შენობაში უკანონოდ შესვლას.
ჩვენი მხრიდან გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა”, – განაცხადა კახა
საბანაძემ.

banner
წინა სტატიაშიარ დანებდეთ, დემოკრატია მოგვპარეს – აშშ-ში მცხოვრებმა ქართველებმა სოლიდარობის აქცია გამართეს
შემდეგი სტატიაკახა საბანაძე: ცრემლსადენი გაზი აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული არ ყოფილა