კახა საბანაძე: “გაკეთდება მაქსიმალური იმისთვის, რომ გამოძიების კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად”

“პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს და ოჯახებს. ეს
მძიმე ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს,
მიმდინარეობს გამოძიება. გაკეთდება მაქსიმალური იმისთვის, რომ გამოძიების
კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით
გარდაცვლილია სამი პირი. სხვა დეტალებს ამ დროისთვის ვერ მოგაწოდებთ. რა
თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ყველა ინფორმაცია, უბრალოდ ამ ეტაპისთვის ვერც ერთ
ვერსიას ვერ დავადასტურებთ და ვერც უარვყოფთ. ამ ეტაპზე ყველა შესაბამისი
სტრუქტურის წარმომადგენელი ადგილზეა და ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. ამ
ეტაპისთვის მაქსიმალურად მიღებულია უსაფრთხოების ზომები,” – განაცხადა
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, სახელმწიფო დროშა დაუშვეს