კახა ქემოკლიძე: საქართველო უსაფრთხო ქვეყნების საუკეთესო ხუთეულშია

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის
დირექტორის კახა ქემოკლიძის თქმით” საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ
მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსით
უსაფრთხო ქვეყნების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა: „ნუმბეო მსოფლიოში ერთ-ერთი
უმსხვილესი და გავლენიანი კვლევითი პორტალია, რომლის 2018 წელს
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 115 ქვეყანას
შორის დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსით მეშვიდე პოზიციიდან მეხუთე
ადგილზე გადმოინაცვლა და შესაბამისად, უსაფრთხო ქვეყნების საუკეთესო
ხუთეულში მოხვდა. ამავე კვლევის მიხედვით, დაწინაურებულია ქალაქი თბილისიც,
რომელმაც მე-19 პოზიციიდან მე-16 ადგილზე გადმოინაცვლა. შეგახსენებთ, რომ
ნუმბეო მსოფლიოში საინფორმაციო მონაცემთა ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზაა,
რომელიც სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს კვლევებს, მათ შორის,
ჯანმრთელობის უსაფრთხოების, საგზაო მოძრაობის, დანაშაულისა და ზოგადად,
უსაფრთხოების კუთხით. ჩვენი შეფასებით და მოსაზრებით, საქართველოსთვის
ნუმბეოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ
უკანასკნელს ისეთი მსხვილი და გავლენიანი საერთაშორისო საინფორმაციო
სააგენტოები იყენებენ და ენდობიან, როგორებიც არის, მაგალითად, „თაიმსი“,
„ეკონომისტი“, „ვაშინგტონ პოსტი“, „ნიუ იორკ თაიმსი“ და სხვები“.

banner
წინა სტატიაშიაუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შსს-ში იარაღი აღმოაჩინეს, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა
შემდეგი სტატია„იბერიას“ სკანდალი შეიწირავს ივანიშვილის ხელისუფლებას