კახა ოქრიაშვილის პარტია საარჩევნო ბლოკ “ძალა ერთობაშიას” შეუერთდა

კახა ოქრიაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციას, “ძალა ერთობაშია” შეუერთდა. ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმს “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა და “ენმ”-ს ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ მოაწერეს ხელი.

2020 წლის არჩევნებში ოქრიაშვილის პარტია “პროგრესი და თავისუფლება” და “ძალა ერთობაშია” ერთ ბლოკად გავა.

“ყოველთვის ვიქცეოდი დამოუკიდებლად და აზროვნება მქონდა დამოუკიდებელი და კენჭისყრებშიც დამოუკიდებლად ვმონაწილეობდი. თუ რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან ერთად მაკავშირებდა რამე ურთიერთობამ, ამას დავარქმევდი მოკავშირეების ურთიერთობას და არა წევრობას, მე ორი დღეა გავხდი პარტიული და წარმოვადგენ პარტია “პროგრესს” – განაცხადა ოქრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი : როცა სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე არ არის, თავდასხმა ლუგარის ლაბორატორიაზე და სხვა ობიექტებზე შესაძლოა, გაძლიერდეს
შემდეგი სტატიაშაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ნაწილს ბრალი დაუმძიმდათ