კახა ოქრიაშვილი ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარებს უხელმძღვანელებს?

,,ქართული ოცნება“ არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში კომიტეტებისა და ფრაქციების რაოდენობა გაიზარდოს.

,, ფრაქციები აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს თუ ვინ უხელმძღვანელებს, ან რომელი ფრაქციები იქნება ჯერ უცნობია,“-აცხადებს გია ვოლსკი.

როგორც ცნობილია, ,,ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 115 დეპუტატი ეყოლება. შესაბამისად, ის რამდენიმე ფრაქციას შექმნის. უმრავლესობის ლიდერი, როგორც ცნობილია მამუკა მდინარაძე იქნება, ხოლო მაჟორიტარებს, სავარაუდოდ, კახა ოქრიაშვილი უხელმზღვანელებს.

„სურვილი მაქვს, რომ შევქმნათ ფრაქცია და გავაგრძელო ფრაქციის ხელმძღვანელობა. თანამოაზრეებიც არიან, ძირითადად ხალხი, რომლებიც მოვიდნენ პოლიტიკაში ბიზნესიდან და არიან მაჟორიტარები. რამდენიმე ფრაქცია შეიქმნება ქართულ ოცნებაში და ერთ-ერთ ფრაქციას ვუხელმძღვანელებ მე. ეკონომიკა და მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკა, ამაზე მინდა რომ დავკონცენტრირდეთ,“ – განაცხადა ოქრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითურქული ავიახაზების ვიდეოინსტრუქცია ჰიტი გახდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიახარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება შეუწყდა