კახა ოქრიაშვილი : პარტიის თავმჯდომარის მხრიდან გარკვეულ დეპუტატებზე ზეწოლის მცდელობა იყო

პარტიის თავმჯდომარის მხრიდან ზეწოლის მცდელობა იყო გარკვეულ დეპუტატებზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე დიდი ზეწოლა დიმიტრი ხუნდაძეზე განხორციელდა, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ის აქტიურობდა და “მასზე წავიდა მთელი აგრესია”.

თავად კახა ოქრიაშვილი იმავე გადაწყვეტილებაზე რჩება და ამბობს, რომ რადგან უშუალოდ პარტიის წევრი არ არის, მასზე ზეწოლა არ ყოფილა.

„ხუნდაძეზე იყო სერიოზული ზეწოლა, მაგრამ მან განაცხადა, რომ მისი პოზიცია არ შეიცვლება. მომხრეებიც მრავლად არიან, მაგრამ მაგალითად, ოთარ ჩრდილელმა რომელიც არ არის მაჟორიტარი დეპუტატი დააფიქსირა, რომ არ არის მომხრე ამ სისტემაზე გადასვლის. დაახლოებით როგორც ვვარაუდობ, 20-მდე ადამიანია ან ცოტა მეტი ვინც არ ემხრობა ახალ საარჩევნო სისტემას, უფრო სწორად მოძველებულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას”, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ჩაგდების შემთხვევაში დემოკრატიული ტალღა წალეკავს ამ ხელისუფლებას” – ნიკა მელია პარლამენტში მივიდა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე ოპოზიციონერ დეპუტატებს – ბებიაშენს მოგცემ – ნუ იკრიჭებით