კახა ოქრიაშვილი – დღეს გვაქვს შანსი, გიორგი კვირიკაშვილის ირგვლივ შევქმნათ კვალიფიციური, სრულიად ახალი გუნდი

„ქართული ოცნება“ არის ის ძალა, ვისაც ძალუძს ქვეყანა, ხალხი წინ წაიყვანოს, – ამის შესახებ “ქართული ოცნებიდან” წალკა-დმანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა ოქრიაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ქვეყანას ყოველთვის ჰქონდა კვალიფიციური, მდგრადი, გაწონასწორებული პოლიტიკოსების დეფიციტი, დღეს კი, ჩვენ ყველას გვაქვს შანსი, გიორგი კვირიკაშვილის ირგვლივ, შევქმნათ კვალიფიციური ხალხისგან შემდგარი „ქართული ოცნების“ სრულიად ახალი გუნდი, რომელიც წინ წაიყვანს ქვეყანას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს”.

„წალკა, როგორც დმანისი, მრავალეთნიკურია. აქ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქართველები ცხოვრობენ. ქართველებთან ერთად ცხოვრობენ სომხები, ბერძნები,აზერბაიჯანელები, რუსები. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობა ვიცით და ამ დამოკიდებულებას ძალიან ვაფასებთ, ვუფრთხილდებით. წარსულში საქართველო დიდი პრობლემების მომსწრეა. ვნახეთ სამოქალაქო დაპირისპირება, ქვეყნის ნგრევა, ეკონომიკის ჩამოშლა, იყო ბევრი წარმატებაც. რატომ ხდებოდა ეს რყევები ჩვენს ქვეყანაში წარსულში? ჩვენს მიერ არჩეული მთავრობები, სამწუხაროდ ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. ჩვენს ქვეყანას ყოველთვის ჰქონდა კვალიფიციური, მდგრადი, გაწონასწორებული პოლიტიკოსების დეფიციტი. დღეს ჩვენ ყველას გვაქვს შანსი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ირგვლივ, შევქმნათ კვალიფიციური ხალხისგან შემდგარი „ქართული ოცნების“ სრულიად ახალი გუნდი, რომელიც წინ წაიყვანს ქვეყანას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. მე მაქვს წლების განმავლობაში ბიზნესსა და პოლიტიკაში დაგროვილი გამოცდილება, ცოდნა. მინდა, რომ ეს გამოცდილება მოვახმარო ჩვენს ქვეყანას, მათ შორის წალკას და დმანისს, მოვახმარო ამ ახალ კვალიფიციურ გუნდთან ერთად. დღეს ჩვენ ვართ ის ძალა, ვისაც ძალუძს ქვეყანა, ხალხი წინ წაიყვანოს. ჩვენ გვაქვს ოთხ პუნქტიანი კონკრეტული გეგმა ჩვენი ქვეყნის განვითარების. მოდით, დავდგეთ ერთმანეთის გვერდით, ერთობლივად შევქმნათ ჩვენი შვილების მომავალი საქართველო. ძვირფასო წალკელებო, თქვენ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“,-აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,, გპირდებით, რომ ჩვენ მივაღწევთ განვითარების იმ ეტაპს, როდესაც ჩაიყრება საფუძველი გაფერადებული და აგუგუნებული საქართველოსთვის”
შემდეგი სტატიაგორთან მომხდარ ავარიას ქალისა და ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა