კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს

admin
ავტ.: admin მაისი 15, 2020 12:58

კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, წალკისა და დმანისის მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

დეპუტატის თქმით, ის მაჟორიტარულ სისტემას სამართლიანად მიიჩნევს და მისთვის გაუგებარია, თუ ის არადემოკრატიულია, რატომ არ ხდება მაშინ სრული შეცვლა.

კახა ოქრიაშვილი არ გამორიცხავს, საკონსტიტუციო ცვლილებებს უმრავლესობაში სხვა მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, ის ვარაუდობს, რომ პროექტს მხარს არც ენზელ მკოიანი დაუჭერს.

„ჩემი პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია, მე არ ვთვლი, რომ ცუდია მაჟორიტარული სისტემა და თუ ცუდია, მაშინ სრულიად უნდა გაუქმდეს. ცუდი რომ იყოს, ამერიკაში, იაპონიაში, საფრანგეთში და 91 ქვეყანაში სრულად მაჟორიტარული სისტემა არ იქნებოდა. უმცირესობა ქვეყნებშია სრულად პროპორციული სისტემა. დემოკრატიულობასთან დაკავშირებული კითხვები არ არსებობს, ამიტომ ჩემი პოზიცია ნათელია, მე არც ადრე დავუჭირე მხარი და არც ახლა დავუჭერ.

თუ ეს ხალხი ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ მაჟორიტარული სისტემა არ ვარგა, მაშინ სრულად უნდა გავაუქმოთ და თუ ვარგა, ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ვარგა, რატომ ვაუქმებთ, ან რატომ ვამცირებთ? ვერ ჩავერთვები მე ამ პოლიტიკურ თამაშებში. იმის მიუხედავად, რომ მე არ ვუჭერ მხარს, საერთოდ არ მაქვს სურვილი, რომ პროექტი ჩავარდეს, რადგან პოლიტიკური პროცესი ჩიხში შევა. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია დაუჭერს მხარს.

ვიცი რომ ენზელ მკოიანი ეწინააღმდეგება ამ პროცესს, ხუთგზის მაჟორიტარია და აბსოლუტური ჩემპიონი ამ მხრივ, მე ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, ძალზედ რთული იქნება, რომ დაუჭიროს მხარი ამ პროექტს. 5-ჯერ რომ ხარ მაჟორიტარი და ხალხი გირჩევს ხუთჯერ ზედიზედ ძალიან რთულია ამ მონაპოვარ ხმებს ასე ვთქვათ უღალატო“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

admin
ავტ.: admin მაისი 15, 2020 12:58

Google სტატისტიკა


7,467
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics