კახა მიქაია: თქვენ, გზების მოხრეშვაზე, ასფალტის დაგებაზე ილაპარაკეთ და არა ეკატერინე ჭავჭავაძეზე

გიხაროდენ!!!

სალომე დადუნაშვილის საავტორო გადაცემა ,,დღე მუზეუმში” ზუგდიდის მუზეუმს ეწვია (რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი).
… და უცებ, ჰოი, საოცრებავ, გადაცემის ერთ ეპიზოდში დადიანების სასახლის დარბაზში ,,საპრაზნიკოდ” გამოწყობილი ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა გაიჩითა და დასჭექა…
(იხილეთ ვიდეო)

https://youtu.be/bedAZE3o6bQ

ვერაფერს იტყვი, ,,მალადეც,” ეს ნამდვილად არ ვიცოდი, თუ ,,რომლის ხმალითა ხმალშემორტყმული ეკატერინე წინ მიუძღოდა დამხდურ მტერს!”
მაიზერ, შენ შემოგევლე, შონია გუბერნატორი, თოლორაია, ქვარაია, გოგოხია, შენი პირადი უფროსი-გოგია, დადუმდნენ და შენ ამოიღე ხმა, შენ გახდი ხელისუფლების მთავარი სპიკერი, ბოლოს და ბოლოს შენზე შეჩერდა არჩევანი, შენ ყოფილხარ პიკასოს ბიჭი, მაიზერ ბიჭო?!
თუ კაცი შენ დაგიჯერებს, ,,რომლის ხმალითა ხმალშემორტყმულ” ეკატერინეს გადაუბუგავს სადადიანო და დაუღუპივართ მეგრელები!
მაიზერ, ჩემო კარგო, ან თავად რატომ წვალობთ, ან კიდევ ვინ გაწვალებთ, მე მაგის დედა ვატირე!
სამეგრელოს წარსულზე, მის ისტორიაზე, ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე და ასეთ რაღაცეებზე საუბარი და ფიქრი არაა თქვენი საქმე. ასეთ რაღაცეებზე უშეცდომოდ რომ ილაპარაკო ერთი-ორჯერ მაინც უნდა იყო ზუგდიდის მუზეუმში ნამყოფი და ცალი თვალით მაინც უნდა გქონდეს წაკითხული სამეგრელოს ისტორია.
თქვენ, გზების მოხრეშვაზე, ასფალტის დაგებაზე, ხიდების და დამბების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, სოფლებისა და ქალაქების დასუფთავებაზე და ასეთ რაღაცეებზე ილაპარაკეთ, თუმცა ამ საქმეშიც არ ხართ მთლად ტარიელები, მაგრამ რაცხა მაინც ხომ გამოგდით, თუნდაც ტენდერებიდნ პატარ-პატარა ფულების მოტეხვა. ასე რომ, ჩემო მაიზერ, საქმეს მიხედეთ, საქმეს და თუ იმ ორ ხმალს მაინც არ შეეშვები, ეგების ცოტა მაგრად თავად მოუსვა, ამ გაუგებრობიდან გამოცურო და მშობლიურ ნაპირებს მიადგე…
P.S. ჩემო მაიზერ, ყურში მინდა რაღაც გიჩურჩულო, ხომ ხედავ, ეს ხელისუფლება სულ ,,ჭკვიანებით” რომაა დაკომპლექტებული, გაფრთხილდი, ყაზახო, ვინმემ არ იფიქროს, ხედავ, მაიზერმა როგორ გაუტია, ,,ქულებს იწერს,” მადაც არ გაეზარდოს, არ გვაჯობოსო და სამსახურიდან არ გაგიშვან, ბიჭო!
იფიქრე, ამაზე შენ, მაუზერივით კაცმა-წერს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია.

 

banner
წინა სტატიაში„გაზავიკ“ დავით ბეჟუაშვილის შავი ანატომია
შემდეგი სტატიაიყიდება ლეგენდარული ბრენდი Jimmy Choo