კახა მიქაია:სასაცილოა ყველაფერი, სასაცილოა!

“დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია საქართველოში შექმნილი ვითარებას “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხმიანება:

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოში
“პროკურატურის მიერ დალუქულ ტელეფონში დაკარგული მესიჯების, რუსთავი 2-ის ეთერში გამოფენილი პოლიტიკოსების საცვლების, ხელისუფლებასთან კოჰაბიტირებული ნაცმოსამართლის სავარაუდო მარადიულობის, თბილისის მერიის ინიციატივით ქალაქის შემოგარენში ნახევარი მილიონი დარგული ხის მაძიებელთა ამაო მცდელობების გამო ქვეყანაში ატეხილი აჟიოტაჟი მახსენებს შესანიშნავი ქართველი პოეტის, ტარიელ ჭანტურიას ლექსს
,,ალბერ კამიუს თუთიყუში”
სასაცილოა ყველაფერი, სასაცილოა,
სასაცილოა ყველაფერი, სასაცილოა,
სასაცილოა ყველაფერი, სასაცილოა,
სასაცილოა ყველაფერი, სასაცილოა,
სასაცილოა ყველაფერი, სასაცილოა!
მომიტევოს ალბერ კამიუს აჩრდილმა, მაპატიოს ჩვენმა ცნობილმა პოეტმა, მსურს, მოკრძალებით დავსძინო:
სატირალი რომ არ იყოს ეს ყველაფერი”-წერს კახა მიქაია

banner
წინა სტატიაში“რუსეთის საბოლოო მიზანი არის საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების დასმა და მისი ყველა ქმედება აქეთკენაა მიმართული”
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე: ვიცოდით, რომ რუსეთი ასეთი ნაბიჯის გადადგმას აპირებდა