კახა მიქაიას საკრებულოში უფლებამოსილება შეუწყვიტეს

ზუგიდის რაიონის კრებულოს გადაწყვეტილებით, დეპუტატ კახა მიქაიას, რომელიც საკრებულოში “ქართული ოცნების” ქვოტით შევიდა, ასევე “თავისუფალი დემოკრატების” დეპუტატს ცოტნე მურღულიას უფლებამოსილება შეუწყდათ.

სამანდატო-იურიდიული კომისიის თავმჯდომარის მაიზერ ნანავას განმარტებით, ორივე დეპუტატი 6 თვის განმავლობაში საკრებულოში არ გამოცხადებულა და არც რაიმე საპატიო მიზეზი წარუდგენიათ.

“შესაბამისად საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ორივე მათგანს შეუწყდეს უფლებამოსილება. კახა მიქაიას შემთხვევაში მას სიით ჯონი ზარანდია შეცვლის. ცოტნე მურღულია კი გახლდათ კორცხელის მაჟორიტარი, რის გამოც გაზაფხულზე გაიმართება შუალედური არჩევნები და მისი შემცვლელი არჩევნების გზით გამოვლინდება”,- განაცხადა მაიზერ ნანავამ.

 

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძე მზადაა მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს შეხვდეს
შემდეგი სტატიაქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გადარჩეს “რუსთავი2”- “გირჩი”-ს განცხადება