კახა მიქაიას 2014 წლის ინციდენტში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

კახა მიქაიას 2014 წლის ინციდენტში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ იურიდიული ცნობა მიქაიამ პოლიციისგან დღეს მიიღო. საქმე ეხება ქალაქის ცენტრში მომხდარ ინციდენტს, როდესაც დაპირისპირება მოხდა ზუგდიდის რაიონის საკრებულოს მაშინდელ წევრ კახა მიქაიასა და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის მიმჟამინდელ უფროსს გრიგოლ მიქავას შორის.
როგორც მაშინ კახა მიქაია აცხადებდა, მას მიქავამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მისი განცხადებით, მან მიქაიასკენ ხელის დასარტყმელადაც გაიწია, თუმცა მასთან მყოფმა პირებმა ამის საშუალება არ მისცეს.

კახა მიქაიას განცხადებით, მიქავამ მას ავტომობილის საქარე მინაც ჩაუმსხვრია, ის მომხდარს მის მიერ საკრებულოში გაკეთებულ მწვავე განცხადებებს უკავშირებდა და მიქავას პროვოკაციაში ადანაშაულებდა. მიქაია გრიგოლ მიქავას თანამდებობიდან გათავისულებას და მის დასჯას ითხოვდა. როგორც მიქაია აცხადებს, დავა სასამართლოში გაგრძელდება და ის მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურებასაც ითხოვს.

 

 

https://youtu.be/P8J-uki-bhI

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ განცხადება არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურად უტიფარი გუნდის მორიგი, მაგრამ დიდი მასშტაბის უტიფარი განცხადება
შემდეგი სტატიანატო ჩხეიძე: რადგან ჩემი მეგობარი ირმა მომიწოდებს, საჯაროდ თქვასო, აჰაა და ვიტყვი