კახა მიქაია:ქართულ საზოგადოებას არ სურს სიცრუეში ცხოვრება

გიხაროდენ!!!“მე ნამდვილად ვერ წამოვიდგენდი, თუ 2020 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად მივიღებდით ერთპარტიულ პარლამენტს.
ჩვენ, ფაქტიურად მივიღეთ ჩრ. კორეა საქართველოში. ხოლო, ხელისუფლების მხრიდან საუბრები ოპოზიციის უპასუხისმგებლობაზე და პარლამენტში არ შესვლაზე, უკვე სასაცილოც არ არის და საერთოდ, რაც ქვეყანაში ხდება, ხელისუფლების ბრალი ხომ არაფერია…

რაც შეეხება ოპოზიციის არ შესვლას პარლამენტში, მიზეზი მარტივია, ოპოზიცია პარლამენტში რომ შესულიყო, ის გაქრებოდა პოლიტიკური ველიდან, რადგან ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციის პროტესტი, ეს არის საზოგადოების პროტესტი, რომლის დაკვეთაც აღასრულა ოპოზიციამ. ქართულმა საზოგადოებამ და ოპოზიციამ, თავად ჟვანიას დათვლებით, 52/48 მოუგო ხელისუფლებას არჩევნები.

ახლა როგორც არ უნდა იმართლოს თავი ხელისუფლებამ, სახეზეა- ქართული საზოგადოების პროტესტი! რომელსაც არ სურს სიცრუეში ცხოვრება. ერთპარტიული პარლამენტი კი არაფერში არ წაადგება ჩვენს სახელმწიფოს და ის ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება ევროატლატიკურ გზაზე, რომლისკენაც წლებია მივილტვით”,-ამის შესახებ კახა მიქაიამ “თაიმერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიGoogle-ს კულტურულმა ინსტიტიტუტმა თავისი პლატფორმა დადიანების სასახლეებს დაუთმო
შემდეგი სტატიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან თავი შეიკავონ