კახა მიქაია:,,ევროპული, ეროვნული ღირებულებებით გაჯერებული, საერთო-სახალხო ,,კონნსტუცია” მიღებულია”!!!

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოში,,ევროპული, ეროვნული ღირებულებებით გაჯერებული, საერთო-სახალხო ,,კონნსტუცია” მიღებულია”!!!
ვაშაა!!!
გილოცავთ!!!
გვახარა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თმებიდან ,,ნევიდიმკა” ჩამოუვარდა…
სად იყო და სად არა, საპარლამენტო ტრიბუნასთან თ.ბოკუჩავამ მიირბინა, იქვე დაგდებული ,,ნევიდიმკა” ყველასგან ,,შეუმჩნევლად” აიღო, იკაკოს პიჯაკის ჯიბეში ისევ ,,შეუმჩნევლად” ჩაუდო, მხრებზე ხელი საყვარლად გადაუსვა და გამორთულ მიკროფონში ,,ჩასჭექა”…
ადა მარშანია,
ემზარ კვიციანი,
ნიკანორ მელია,
გიგა ბოკერია,
ელენე ხოშტარია,
რომან გოცირიძე და ა. შ. ერთმანეთს არ აცლიან ,,ოცნების” მიერ მიღებული კონსტიტუციის ეპითეტებით შემკობას, რა არ უწოდეს მათ ქვეყნის მთავარ დოკუმენტს…
,,დიქტატორული,”
,,ერთპარტიული,”
,,ბიძინას ფეხები” და ა. შ.
ერთი სიტყვით, კონსტიტუცია მიღებულია,
მეც, გილოცავთ!
P.S. Сталин выиграл войну,
Ленин – Революцию,
Хрущёв деньги поменял,
А, я – конституциию!
Эх, то ли ещё будет, то ли ещё будет ой-ой-ой!

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაში(video) სეპარატისტების მხარდამჭერი კუსტურიცა თბილისში ჩამოდის
შემდეგი სტატიაეკოლოგიური კატასტროფა (ფოტოები)