კახა მიქაია: ვნახოთ, შეძლებს თუ არა, ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიცია, დაარწმუნოს ქართველი ხალხი და ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მართებულობასა და აუცილებლობაში

"ქართულ ოცნებაში" კვალიფიციური სპიკერების დეფიციტია–კახა მიქაია განცხადებას ავრცელებს31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვედრილი პარტიების გადაწყვეტილება, ბოიკოტი გამოუცხადონ ჩატარებულ არჩევნებს, არ ცნონ მისი შედეგები და მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, თვალნათლივ ცხადყოფს, რომ
მიხეილ სააკაშვილი მიუხედავად საქართველოდან გაქცევისა, მის მიმართ ადამიანების არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა, ხშირ შემთხვევაში მისი, როგორც პოლიტიკური ლიდერის აბსოლუტური მიუღებლობისა, მასთან დაკავშირებული არაერთი დანაშაულობების გამო, მაინც რჩება ოპოზიციურ ფლანგზე მთავარ პოლიტიკურ ფიგურად!!!

ერთი სიტყვით:
1. მრავალჯერადი გამოყენებისთვის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ბუად გამოცხადებულმა მიხეილ სააკაშვილმა, შეძლო, საკუთარი პარტიის შენარჩუნება – გაძლიერება და ამავე დროს, ყოფილი თანაგუნდელებისგან ახლად შექმნილ პარტიებთან, მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან ,,დათმობებზე” წასვლის ფასად კონსესუსის მონახვა!!!

2. არჩევნების დამთავრებისთანავე, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, კოალიციური მთავრობის პრემიერობაზე უარის თქმამ, ოპოზიციური სპექტრის ერთიანობას ახალი იმპულსი შესძინა და რაც მთავარია, სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების მასთან მიმართებაში არსებული კომპლექსები და წინააღმდეგობები გააუვნებელჰყო.

3. ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებშიც ის ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს და შეეცდება, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად,
შეინარჩუნოს ოპოზიციური ერთობა, რათა,
თავის დროზე, მისგან (მიხეილ სააკაშვილისგან) მრავალჯერადი გამოყენების ბუას შემქმნელი ივანიშვილი, თავად აქციოს ბუად და ასე დაამთავროს ბუადყოფნის რვაწლიანი ისტორია?!

P. S. ვნახოთ, შეძლებს თუ არა, ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიცია, დაარწმუნოს ქართველი ხალხი და ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მართებულობასა და აუცილებლობაში.

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშილეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე დააკავეს
შემდეგი სტატიაანა დოლიძე: მოვითხოვ არჩევნების გაყალბებისთვის თამარ ჟვანიას სისხლის სამართებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს