კახა მიქაია: მომდევნო ეთერში საზოგადოებას ამცნე, თუ რა ეტაპზეა შენგან საზოგადოებისთვის დანაპირები იმ ორმოცი საპირფარეშოს მშენებლობა

გიხაროდენ!!!

როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისის მერობის კანდიდატად ,,გაბრაზებული თბილისელებისთვის” ზალიკო უდუმაშვილი გამოიშვირა.
დიანა ტრაპაიძემ, სწორედ ამ ღირსშესანიშნავ ფაქტს მიუძღვნა თავისი გადაცემა 14:00 საათზე TV-პირველის ეთერში, სადაც მერობისთვის გამოშვერილი ზალიკოს შანსები, ნიკანორ მალიამ, ელენე ხოშტარიამ და ზაზა ხუციშვილმა შეაფასეს.
დიანა ტრაპაიძის კითხვაზე, მიიღებდა თუ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი თბილისის მერის არჩევნებში ქართული ოცნების სავარაუდო კანდიდატის კახა კალაძის მხარდასაჭერად მონაწილეობას, ზაზამ ,,მშვიდად” და ,,აუღელვებლად” უპასუხა:

,,ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქე და ის ჩვეულებრივად გამოხატავს საკუთარ აზრსო.”

ჩემო ზაზა, მინდა შეგახსენო, რომ
თავად კალაძისგან, კვირიკაშვილისგან, ზაქრო ქუცნაშვილისგან, ეკა ბესელიასგან, ვანო ზარდიაშვილისგან, ისკო დასენისგან, ანზორა ბოლქვაძისგან, მურუსიძისგან, ფარცხალაძისგან, კიდევ ბევრი ფეხბურთელისგან, რეგბისტისგან და მართლაც შესანიშნავი მომღერლისგან როგორიც შენა ხარ და რომლებიც დღეს პოლიტიკურ ავანსცენაზე ხართ წარმოდგენილნი, ბიძინა ივანიშვიშვილი ყველა თქვეთაგანისგან განსხვავებით არ არის ჩვეულებრივი მოქალაქე, ის არაჩვულებრივი მოქალაქეა!!!

ასევე, მინდა იცოდე, რომ არა შენგან ჩვეულებრივ მოქალაქედ წოდებული ივანიშვილი, ზემოთ ჩამოთვლილი პირები და არა მხოლოდ ისინი, სართოდ არ იქნებოდით ქართულ პოლიტიკაში და ზოგიერთი თქვენთაგანი თბილისის მერობაზი კი არ გაიჯგიმებოდა, არამედ დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს ისიც არ გეცოდინებოდათ, საქრთველოს პარლამენტი ქუთაისშია თუ ჩვენს და თქვენს დედაქალაიში.
P.S. ყოველგვარი უტრირების გარეშე, მეგობრულად მინდა გთხოვო, მომდევნო ეთერში საზოგადოებას ამცნო, თუ რა ეტაპზეა შენგან საზოგადოებისთვის დანაპირები იმ ორმოცი საპირფარეშოს მშენებლობა, რომლის შესახებ დიდი ზარზეიმით გვამცნე 2016 წლის არჩევნების წინ შენს ერთგულ ამომრჩევლებს.

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშიმსჯავრდებულმა „ელექტრონავტ 2016“-ის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიამოსკოვი ქართული აგენტურით უკმაყოფილოა