კახა მიქაია: ,,ვაი, ვეღარ ვხედავ მზეს”

წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების შესახებ!

მიღებულია გადაწყვეტილება!
“ქართული ოცნების” დაარსებიდან მეექვსე წლისთავის აღსანიშნავად გაიმართება ღამის ,,პარადი!”
,,პარადში” მონაწილეობას მიიღებენ ჯარის, პოლიციის, სამთავრობო დაცვის ღამის ქვედანაყოფები.
,,პარადზე” დასწრება ნებადართულია მხოლოდ ღამის სამსახურების მუშაკებისთვის, აგრეთვე, ღამის კლუბების, ღამის რესტორნების, ღამის სუპერმარკეტების, ღამის საფეხბურთო მოედნების, ღამის კაფეების და სხვა ღამის დაწესებულებების თანამშრომლებისთვის და მათი კლიენტებისთვის.
პარადს გახსნის ღამის თბილისის სხადასხვა პიკანტურ ადგილებში მომუშავე სექსმუშაკების სასულიერო ორკესტრი.
სტეფანე იმღერებს ღამის თბილისის ჰიმნს ,,ამაღამდელო ღამეო, ნუ გათენდები მალეო”…
პარადს მიიღებს ბიჭოლა, პარადს უხელმძღვანელებს ღამის მინისტრი და ღამის მთავარსარდალი სერგი გვარჯალაძე.
,,პარადი” გაგრძელდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე!!!…

P.S. ,,ვაი, ვეღარ ვხედავ მზეს”…

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახაურდია: ჩვენც გადმოგვსხმოდეს მათი თვისებების “წყალი”…
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – მსხვერპლი მიდის პოლიციის განყოფილებაში და ამბობს, რომ მოკლავენ, მიდის ეს ადამიანი სახლში და მას კლავენ – ამაში დამნაშავე არის პრეზიდენტი?