კახა მიქაია: უთავმოყვარეო ხელისუფლება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და მეტი არაფერი
მნიშვნელოვანი
- კახა მიქაია: უთავმოყვარეო ხელისუფლება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და მეტი არაფერი
სხვა სტატიები
- შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე: “ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან წარმოადგენს ნატოს მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის ძლიერ პოლიტიკურ გზავნილს.“
- კომიტეტის სხდომაზე თბილისისა და რეგიონებისათვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მივიღეთ გადაწყვეტილებები
- საკრებულოს თავმჯდომარე ბოდოკიას საქმეზე სხვა პირების დაკავებას არ გამორიცხავს
„ქართული ოცნების“ ახალი სპიკერი, ვინმე პაპუაშვილი თავიდანვე ჩანს, რომ ის კობახიძის კლასტერია. პაპუაშვილი მიმართავს ოპოზიციას: ,,დაივიწყონ თავმოყვარეობა და პარლამენტში შესვლის საკითხს პასუხისმგებლობით მოეკიდონ.”სწორედ აქ ჩანს „ქართული ოცნების“ სახე, აქ ჩანს, თუ რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“-განაცხადა “თაიმერთან” ინტერვიუში კახა მიქაიამ.
მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ დაემსგავსა პაპუაშვილს, რომელიც მზად არის დაივიწყოს თავმოყვარეობა. უთავმოყვარეო ადამიანები კი ხელისუფლებას ვერ მართავენ, ისინი ვერც თავისუფალ საზოგადოებას შექმნიან. საერთოდ, ასეთი ადამიანების ადგილი ნორმალურ, თავისუფალ საზოგადოებაში არ არის! აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ უთავმოყვარეო ხელისუფლება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და მეტი არაფერი-აცხადებს “თაიმერთან” ინტერვიუში კახა მიქაია.