კახა მიქაია: უსუსური, უმწეო, შეშინებული, ე.წ. პრემიერის განცხადებაა

გიხაროდენ!!!

“დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია პრემიერის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს და აღნიშნავს, რომ  უფრო მეტ დათმობაზე წასვლა შეუძლია საქართველოს. პრემიერის განცხადება მიქაიამ უსუსური, უმწეო, შეშინებული ადამინის პოზიციას შეადარა.

“უსუსური, უმწეო, შეშინებული, ე.წ. პრემიერის განცხადება, რომელსაც არავინ არაფერს არ ეკითხება, მაგრამ თავისი სტატუსიდან გამომდინარე (ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც უკავშირდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას და ამ მკვლელობის ირგვლივ განვითარებულ პერიპეტიებს), იძულებულს ხდის ე.წ. მთავრობის პოზიცია დააფიქსიროს.
უმჯობესი იყო, პრემიერს საერთოდ არ გაეკეთებინა ეს განცხადება და თუ მაინც გააკეთებდა, ეს კარგი დედმამის შვილი, წარმდგარიყო საკუთარი თანაპარტიელების წინაშე ,,ქართული ოცნების” ოფისში და მქუხარე ტაშისა და ხანგრძლივი ოვაციების ფონზე მხატრულად წაეკითხა არსებული განცხადება.
ვფიქრობ, ამით თავადაც კმაყოფილი დარჩებოდა და ჩვენ”,-აცხადებს კახა მიქაია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხზე მორიგ განცხადებას ავრცელებს.

მთავრობის მეთაური მიმართავს რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, „დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“.

banner
წინა სტატიაშიმამუკა გამყრელიძე: რუსებს “გავუპრავოთ” ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია ???
შემდეგი სტატიარა უნდა დათმოს იმ დროს, როცა მიცვალებულის ცხედარს არ აძლევენ