კახა მიქაია წულუკიანს: იმ ბრძენი კაცისთვის კი, რაც უფრო მაღალია თავისუფლების ხარისხი, მით მეტი შანსი არსებობს, დაბალი თანამდებობიდან პირდაპირ სახლში წასვლის

ფოტომასალა "თაიმერის" არქივიდან

“ხომ ხედავთ, რაც დეპუტატი გავხდი, გაცილებით თავისუფლად ვლაპარაკობ და ეს აღელვებთ იმათ. დღეს ვიღაც წერდა, ეს ამდენს რატომ ლაპარაკობს, მხოლოდ კომიტეტის თავმჯომარე არააო. ხოდა, კომიტეტის თავმჯდომარეობა რომ ვითხოვე და გუნდმა ეს დამიკმაყოფილა, ვერ მიხვდნენ რატომ ვარ ბედნიერი, სწორედ ამიტომ ვარ ბედნიერი, რაც დაბალია თანამდებობა, მით მეტი თავისუფლება მაქვს მე და მით მეტად ვაღიზიანებ მათ,”-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ფოტომასალა “თაიმერის” არქივიდან

თეა, ჩემო კარგო, ამდენი თავისუფლებაც არ არის საჭირო, იმდენი არ ილაპარაკო და იმდენად არ გააღიზიანო
ი ს ი ნ ი,
ბოლოს სახლში მოგიწიოს წასვლა…
შენთვის ,,რაც დაბალია თანამდებობა, მით მეტია თავისუფლება.

იმ ბრძენი კაცისთვის კი, რაც უფრო მაღალია თავისუფლების ხარისხი, მით მეტი შანსი არსებობს, დაბალი თანამდებობიდან პირდაპირ სახლში წასვლის და ამიტომ მეშინია, ეს ბედნიერება საბოლოოდ თვითგვემაში არ გადაგეზარდოს…
P.S. მაღალი თანამდებობის პირებო, იფიქრეთ ამაზე თქვენც…

 

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშიდიქტატურასთან შეგუება არის კატასტროფა, რევოლუცია არის ძალიან სარისკო ქვეყნისთვის, ამისგან თავის ასაცილებლად არის საჭირო ვადამდელი ნორმალური არჩევნები – ბოკერია
შემდეგი სტატიაყველა საქართველოს მეგობარს, ვისაც ფუნდამენტური საკითხები ესმის, თუ რას ნიშნავს დემოკრატია, ექნება ერთი და იგივე მწვავე რეაქცია – ბოკერია რიშის განცხადებაზე