კახა მიქაია: წავლენ ბიჭები შევარდნაძის საფლავზე და გაუთევენ ღამეს საფლავში ამოტრიალებულ მათ კუმირს

„დღეს ქართველ პოლიტიკოსსა და სახელმწიფო მოღვაწეს ედუარდ შევარდნაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. მისი პოლიტიკური მოღვაწეობა სირთულეებით აღსავსე ეპოქას უკავშირდება. ედუარდ შევარდნაძემ გადადგა ის ნაბიჯები, რომლებითაც საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების შესაძლებლობები გაუჩნდა.
ედუარდ შევარდნაძე იყო მნიშვნელოვანი წარმომადგენელი მე-20 საუკუნის მსოფლიო პოლიტიკოსთა იმ თაობისა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა „ცივი ომის“ დასრულების, ბერლინის კედლის დანგრევისა და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების საქმეში. მისი სახელი მსოფლიოს დიდ პოლიტიკოსთა შორის დარჩება“, – აცხადებს კვირიკაშვილი.

ბრეჟნევი შევარდნაძეს ოდითგანვე აქებდა!
სიმპატიურმა ბრეჟნევმა ,,ტრადიცია” გააგრძელა და დღეს შევარდნაძეს ოთხმოცდაათი წლისთავი, მის მიერ რესტავრირებული (და არა მხოლოდ მის მიერ) შევარდნაძის რეჟიმის მთავრობის სხდომაზე გულწრფელად მიულოცა.
შევარდნაძე კი, ერთი ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს, ალბათ, საფლავში ამოტრიალდა და უკანალი მის ობლად დარჩენილ მომხრეებსა და დღემდე მის მზეზე (რომელიც ჩრდილოეთიდან ამოდიოდა) მლოცველებს მიუშვირა.
დარწმუნებული ვარ, წავლენ ამაღამ ბიჭები შევარდნაძის საფლავზე და გაუთევენ ღამეს საფლავში ამოტრიალებულ მათ კუმირს, მხსნელს და მამამარჩენალს…
პოლიქრონიონ, ბიჭებო, პოლიქრონიონ…

P.S.ისა და კვირიკ, ზემოთ თუ გქონდა შეთანხმებული ამ განცხადების გაკეთება, ხომ იცი, პირველკაცობისა და პირველკაცების ზრახვებსა და ამბიციებს საქართველოში საზღვარი არა აქვს, შენს კეთილებს არ დაემუქროს რამე…

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშიაბაშიძე: თუკი ვინმე თვალთმაქცობს, კვლავ რუსეთია
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის 2 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა