“თუ, ქიმიური იარღი შეიძინეს ნაცებმა და 2012 წლამდე იყენებდნენ, რატომ არ ამხილეთ ისინი და რატომ არ აღძარით სისხლის სამართლის საქმე მათ წინააღმდეგ?!” – ასე ეხმაირება კახა მიქაია ყოფილი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას.
როგორც კახა მიქაია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, “ოცნების” ხელისუფლების მხრიდან აღნიშნული საკითხის სამართლებრივად წარმართვა, “ნაციონალურ მოძრაობას” დაასრულებდა, თუმცა, რატომ არ მოიქცა ივანიშვილის მთავრობა ასე, მიქაიასთვის, ისევე როგორც ამ საკითხით დაინტერესებულთათვის – გაუგებარია.
“თაიმერი” კახა მიქაიას “ფეისბუკ-პოსტს” უცვლელად გთავაზობთ:
“ქოცებო!!!
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ და დავიჯეროთ თქვენი, თითქოს BBC ტყუის…
მაინტერესებს!!!
თუ ქიმიური იარღი შეიძინეს ნაცებმა (როგორც ხარებას შნირი გომელაური ამტკიცებს) და 2012 წლამდე იყენებდნენ, რატომ არ ამხილეთ ისინი და რატომ არ აღძარით სისხლის სამართლის საქმე მათ წინააღმდეგ?!
საბოლოოდ ხომ დაამთავრებდით მათ, როგორც პოლიტიკურ პარტიას?!
აჰა, გასაგებია, დიფ სთეითმა დარეკა და არ მოგცათ ამის უფლება!
…ამიტომ საპასუხოდ წულუკიანის რაღაც
🍆 ობა კომისია შექმენით და ასე
,,გაასამართლეთ” ნაცები?!
ვაი, თქვენს პატრონს, თქვე მართლა პუტლერის მონებო!!!
BBC არაფორმალური მმართველობის მსხვერპლი და ვიტია ჯაფარიძის POST. TV მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის უკანასნელი ბასტიონი დედამიწაზე, ხომ?!
P.S. ისე, მართალია, ტრამპმა ყაველას დაურეკაო?!
უთქვამს, დამეხმარეო BBC-სთან სამართლებრივ დავაში, ვერ ვუქაჩავო ამ ,,მასონებსა” და ,,მწვალებლებსო”!!!
არა, მართალია?!

















