კახა მიქაია თეა წულუკიანს: თქვენ ოთახში, ისინი ქუჩაში და ხალხი კი, ტელევიზორებთან მიჯაჭვული

ფოტომასალა "თაიმერის" არქივიდან

თეა წულუკიანი:
,,ქუჩაში მყოფი ოპოზიციური სპექტრი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ჩვენ შეგვიძლია, მათ მხოლოდ მივუსამძიმროთ და ვუსურვოთ, რომ ძალიან მალე მიიღებენ პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებს და მიიღებენ ქვეყნის მართვაში მონაწილეობას. მაგრამ თუ არ მიიღებენ, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას.”

გიხაროდენ!!!ჰოოდა, იყვნენ, ჩემო თეა…
თქვენ ოთახში, ისინი ქუჩაში და ხალხი კი, ტელევიზორებთან მიჯაჭვული…

ასე არ სჯობს, ჩემო კარგო?!
თან პანდემიაა, დისტანციაც დაცული იქნება და არავინ დავინფიცირდებით…

ისიც ხომ გაგიგონია?

რაც უფრო შორს ხარ,
მით უფრო ვტკბები,
მე შენში მიყვარს,
ოცნება ჩემიო…

ასე რომ, ყველაფერი კარგადაა და მომავალში უფრო კარგად იქნება, რადგან ამ ხეთა ზიდვაში მთავარი მაინც ფრიდონ ინჯიას ფრთებით მონავარდე ,,პატრიოტთა ალიანსის პროდასავლური ფრთის” თქვენთან, ოთახში შემოფრენაა…

P.S. მოიცა და, ელისაშვილს ფრთები აქვს თუ მხოლოდ ,,პასუხისმგებლიანი” ცხვირის ამარაა დარჩენილი ?!-წერს კახა მიქია.

banner
წინა სტატიაშიპარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიაღწიოს საბოლოო გამარჯვებას და ხალხს უნდა შევუქმნათ ღირსეულად ცხოვრების პირობები და შესაძლებლობა