კახა მიქაია თეა წულუკიანის “მარგალიტებს” ეხმაურება

ციკლიდან: კონტექსტი
ძალიან მინდოდა, თეა წულუკიანის იმ ,,მარგალიტებს,” რომელიც მან შალვა რამიშვილთან ეთერში საკუთარ ბაგეთაგან გადმოაფრქვია, ერთჯერადად გამოვხმაურებოდი, სადაც ქალბატონი წულუკიანი თეატრში მსახიობისთვის განსხვავებული აზრის შემჩნევის შემთხვევაში, მხოლოდ განსხვავებული აზრის წარმომავლობის დადგენით ინტერესდება და მას, როგორც ,,უფასო კრიტიკას,” დასაშვებად მიიჩნევს (დიდი მადლობა მას ამ შეღავათისთვის), თუმცა, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ჩემს ფბ. კედელზე და არა მხოლოდ კედელზე განვითარებულმა მოვლენებმა, მაიძულეს, ისევ დავუბრუნდე თეა წულუკიანის ამ ,,ისტორიულ” ინტერვიუს და იქ გადმოფრქვეულ სხვა ,,მარგალიტებზეც” გავამახვილო დაინტერესებული საზოგადოების ყურადღება.
თეა წულუკიანი:
,,სამინისტროს აპარატში საჯარო მოხელე უნდა იყოს საჯარო მოხელე, რაც შეეხება ხელოვან ხალხს, მას თუ არ მიეცი თავისუფლება, მაშინ ისინი უნდა აქციო მინისტრად ან დეპუტატად და ეს არ არის საინტერესო, მაშინ ჩვენ გავხდებით რაღაცა ადამიანების უსახური ჯგუფი, რომელიც ყველაფერია ხელოვანის გარდა”…
მართლაც, ,,საინტერესო” მოსაზრებაა, თუ ქალბატონი წულუკიანი ხელოვან ხალხს მაინც წყალობს და მათში აღმოჩენილი განსხვავებული აზრის წარმომავლობის დადგენის შემდეგ, მაინც დასაშვებად მიაჩნია ასეთ პირობებში სამინისტროს ფუნქციონირება, საჯარო მოხელეებს, მინისტრებს და დეპუტატებს ის კატეგორიულად უკრძალავს განსხვავებული აზრის არა მხოლოდ ქონას ან დაფიქსირებას, არამედ, განსხვავებულ აზრთან მიკარებასაც კი…
ამიტომ, ხელოვანო ადამიანებო!!!
სანამ ქალბატონი წულუკიანი თქვენზე აზრს შეიცვლიდეს, განსხვავებული აზრის ქონას აგიკრძალავდეთ და საჯარო მოხელეებად ან დეპუტატებად და მინისტრებად გაქცევდეთ, არ შეგეშინდეთ!!!
დაადგინოს წულუკიანმა თქვენში წარმოშობილი განსხვავებული აზრის წარმომავლობა, ოღონდ, თქვენ არ დაიზაროთ და მის ყოველ დანახვაზე, აფრქვიეთ და აფრქვიეთ განსხვავებული აზრი…
,,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, ადამიანებად თუ გსურთ დარჩენა, უერთგულეთ თქვენს პროფესიას და პროფესიონალიზმს, დარჩით ხელოვან ადამიანებად და აზრადაც არ გაივლოთ საჯარო მოხელეობა, დეპუტატობა ან მინისტრობა, ისინი ხომ ქალბატონი თეას წარმოდგენაში ადამიანებად არ
ფ ი ქ ს ი რ დ ე ბ ი ა ნ-წერს კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშივენეციის კომისიამ ირაკლი კობახიძის ინიცირებული ცვლილებები დაიწუნა
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე: დაახლოებით ოცი დეპუტატის „გადაბირება“ და გახარიას მარტივად შეუძლია საპარლამენტო კრიზისის გამოწვევა