კახა მიქაია ზუგდიდის თავისუფლების მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკის აღმართვის წინააღმდეგია

„ქრისტიანული ატრიბუტიკის აფიშირებით ჩვენი სულეირი გაღატაკება უფრო შესამჩნევია,“ – ასე ეხმაურება კახა მიქაია ზუგდიდის თავისუფლების მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკის აღმართვას, რაზეც მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიას თანხმობა უკვე უთხრა.

“ღვთსმშობლის ფრესკის აღმართვა ზუგდიდში თავისუფლების მოედანზე, ვფიქრობ, ქრისტიანული სიმბოლოებით თავის მოწონების მცდელობა უფროა, ვიდრე ქრისტიანობის არსის და ქრისტიანობის, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძვლის გააზრება!!!

საქართველოში ისედაც მრავლადაა ჯვრები და ქრისტიანული სიმბოლოები, რომლებიც თითქმის ყოველ ნაბიჯზე გვხვდება!!!

მიმაჩნია, რომ ნამდვილი ქრისტიანობის შემეცნება უნდა ხდებოდეს ქრისტიანული ღირებულებების გაშინაგანებით და ამ ნიადაგზე ამოზრდილი უტყუარი მიმართებებით ადამიანისადმი თუ სახელმწიფოსადმი!!!

დღეს კი სწორედ ქრისტიანული ატრიბუტიკის აფიშირებით უფრო შესამჩნევია ჩვენი სულიერი გაღატაკება!!!

აქედან გამომდინარე, საზოგადოებას ვთავაზობ, ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე თავისუფლების ქანდაკების დადგმას, როგორც სიმბოლოს ერისა და ბერის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლისა სახელმწიფოებრივი თუ პიროვნული თავისუფლებისთვის!!!

მრავალ განსაცდელგამოვლილი ჩვენი ქალაქი და მისი მთავარი მოედანი, ამას ნამდვილად იმსახურებს!!!”-აცხადებს “თაიმერთან” კახა მიქაია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიას თანხმობა უთხრა ცენტრალურ მეოდანზე ღვთისმშობლის ფრესკის განთავსებაზე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაინგა გრიგოლიამ TV პირველში დირექტორის თანამდებობა დატოვა