(video)კახა მიქაია სკანდალურ ვიდეოჩანაწერს ასაჯაროებს

გიხაროდენ!!!

„დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სკანდალურ ვიდეოჩანაწერს ასაჯაროებს.  ვიდეოჩანაწერში ზუგდიდელი როინ ბულია იმის შესახებ საუბრობს, თუ როგორ აღმოჩნდა იგი ხელისუფლების წარმომადგენელთა კორუფციული გარიგებების მსხვერპლი.

"ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს კახა მიქაია

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ანუ მაშინ, როცა იგი პარტია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო, მოქალაქე როინ ბულიას საკუთარი საჭიროებისათვის ბანკიდან კრედიტის აღება სთხოვა. ბულიამ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ფინკადან“ 2 000 ამერიკული დოლარი ისესხა და ლაშა გოგიას იმ პირობით გადასცა, რომ რამდენიმე თვეში თანხას სრულად დაუბრუნებდა, თუმცა გოგიამ პირობა არ შეასრულა. ბულიას კატეგორიული მოთხოვნების შემდეგ, ლაშა გოგიამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი, სესხის პროცენტის დასაფარად, სხვადასხვა პერიოდულობით დააბრუნა,“ -აცხადებს მიქაია და დასძენს, რომ დღესისთვის როინ ბულიას საბანკო დავალიანება 5 ათას ლარს აჭარბებს. „კრედიტის აღებიდან მალევე, როინ ბულიას ახლობელი, ზუგდიდელი ბიზნესმენი რამაზ მოსიძე, ბულიას შუამავლობით, ლაშა გოგიას შეხვდა. ამ შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მოსიძისგან, მისი კუთვნილი კომპანიის ერთ-ერთ ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ, 2 000 ამერიკულ დოლარი მოითხოვეს. იმავე დღეს, მოსიძემ, როინ ბულიას თანდასწრებით, მოთხოვნილ თანხა ლაშა გოგიას მისსავე ავტომანქანაში გადასცა. მოგვიანებით, ეს გარიგება გოგიამ ჩაშალა და რამაზ მოსიძეს თანხა არ დაუბრუნა. როინ ბულიას განცხადებით, ცოტა ხანში მან ლაშა გოგიასგან შეიტყო, რომ იგი მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ედიშერ თოლორაიასთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იყო დაბარებული, სადაც სწორედ ამ თანხებთან დაკავშირებით იყო საუბარი და სადაც თითქოს ბულიას სახელიც ფიგურირებდა. თავის მხრივ რამაზ მოსიძესაც ჰქონდა შეხვედრა უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებთან, თუმცა ვისთან, ამას მოსიძე როინ ბულიას, ჩემსა და მას შორის ფარულ ჩანაწერში არ აკონკრეტებს. როინ ბულია ამბობს, რომ მოსიძისა და მისი ოჯახის წევრების მხრიდან თანხის დაბრუნების კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ, მოსიძის მიერ გოგიასთვის გადაცემული 2 000 ამერიკული დოლარი თავად დააბრუნა, რომელიც მევახშისგან აიღო,“ – აცხადებს მიქაია და დასძენს, რომ ეს ვიდეოკადრები როინ ბულიას ნებართვითაა ჩაწერილი. მიქაია აქვე, აანონსებს, რომ მალე კიდევ ერთ ვიდეოს გამოაქვეყნებს; „ეს ფარული ჩანაწერია, სადაც ბულია და მოსიძე ჩემთან მომხდარის შესახებ საუბრობენ და დახმარებას მთხოვენ. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, დაინტერესდნენ ვიდეომასალაში აღნიშნული ფაქტებით! დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება და მის დასრულებამდე ბულია და მოსიძე გუბერნატორ ლევან შონიას, საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიასა და გამგებელ ედიშერ თოლორაიას ზონდერჯგუფების თავდასხმებისგან იქნან დაცულნი, ვინაიდან, ჩემი ინფორმაციით, ამ ადამიანებზე ზეწოლა უკვე ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად ძალოვანი უწყებების მხრიდანაც ხორციელდება,“ – წერს კახა მიქაია.

 

banner
წინა სტატიაშიჩინელებმა ავსტრალიაში ლიფები შეიტანეს, სადაც მილიარდი დოლარის მეტამფეტამინი იყო
შემდეგი სტატიაევროკავშირმა ლუკაშენკოს სანქციები მოუხსნა