კახა მიქაია: “შოუ” გრძელდება

გიხაროდენ!!!

ციკლიდან: ,,ჩ ე მ ი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ა ქ ა რ ი ს”
როგორი ,,სიღრმისეული” მთავრობა გვყავს…
მივმართავ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა ,,ქართულ მიწას არ გაგაყიდინებთო” და რომელმაც ,,ქართული მიწის დაცვის ჯგუფიც” კი შექმნა.
მეგობრებო!
,,ტყვილა” დაიბერეთ ფილტვები,
,,ტყვილა” ჩაიხლიჩეთ ხმა,
,,ტყვილა” დაიხეთქეთ გულები,
,,ტყვილა” დაიპუტეთ თმა!
რა თქმა უნდა, პატივცემულო ჯგუფის წევრებო, თქვენ ახლა ბრძანებთ, რომ თქვენი ზეწოლის შედეგად მთავრობამ უკან დაიხია და კონსტიტუციაში სასურველი ჩანაწერი სწორედ ამიტომ ჩაწერაო, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს ასე არ არის!
სასურველი ჩანაწერი მხოლოდ ჩვენი მთავრობის(პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით), ,,სიღრმისეული” ფიქრისა და ,,სიღრმისეული” ანალიზის შედეგია და არა თქვენი ზეწოლის, თუმცა, ,,დაპირისპირება” რომ ყაიმით დასრულდეს და თქვენც და მთავრობაც კმაყოფილი დარჩეთ, ,,შოუს არ დაგადგმევინებთ” – ფორმატში, ეწვიეთ პარლამენტს და ჩვენს ყმაწვილ თავმჯდომარეს საჯაროდ, კამერების წინ ,,თანამშრომლობისთვის” და სამშობლოს ერთობლივი სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადეთ!
დამიჯერეთ, ასე აჯობებს…
რათა ,,ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!”
,,სამშობლოს არვის წავართმევთ,
ჩვენც ნურვინ შეგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით,
(ბოკერიასაც) კი გაეცინება!!!
ჩემი მხრივ კი გპირდებით, რომ
,,მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს უფლებას,
(კონსტიტუციურ) უფლებას დავიცავ!!!”
p.s. დარწმუნებული ვარ, საჯარო სივრცეში შემთხვევით აღმოჩენილ ვენეციის კომისიის დასკვნას, ,,გამყრელიძის დასკვნის” დარად, ყველანი ერთხმად დავეთანხმებით და ყველაფერი კარგად იქნება.
ამასობაში, გვარამია გადადგა?!
,,იხარე ერო, მოკვდი მტერო!”

 

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშიდემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ გაამართლა
შემდეგი სტატიაავღან მუხტარლის საქმეზე ელმან ნასიროვის სკანდალურ განცხადებას სუს-ი პასუხობს