კახა მიქაია: დაგათენდებათ შენ და პუტინს თავზე და მზე ისევ ჩრდილოეთიდან ამოვა…

ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადების საპასუხოდ, კვირიკაშვილის პრესსამსახურის განცხადებიდან:
,,იმ პირობებში, როდესაც საქართველოში რუსეთიდან 1.5 მილიონი ტურისტი შემოდის არ ყოფილა დაპირისპირების არც ერთი ინციდენტი ეთნიკურ საფუძველზე. ამავე კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ მისი ბებია იყო რუსი და დღემდე საქართველოში ბევრი შერეული ოჯახია.”

შეგახსენებთ, რომ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მიმართვის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე ისაუბრა.

„იგივე საქართველო, პრემიერი, როგორც ჩვენთან კობიაკოვი, მაგრამ ჩვენი პრემიერი 100 პროცენტით რუსია, იქ კი 75 პროცენტი რუსი ადამიანია. მასთან ერთად ვიჯექი მაგიდასთან და ქართულ ღვინოს ვაგემოვნებდი. ადამიანი გაიხსნა და თითქმის აცრემლებულმა დამიწყო ლაპარაკი რუსეთის მიმართ მის დამოკიდებულებაზე.”

ბებო გენაცვალოს შენ! წარმომიდგენია, პუტინთან შეხვედრისას ჭიქით ხელში, როგორ დაიღვრები ცრემლებად, როგორ დააძრობ უბიდან ბებოს სურათს და ვლადიმიროვიჩთან ერთად, როგორ გაიხსენებ იმ სანატრელ დროს, როცა ყველანი ერთად ვიყავით და ერთად ვებრძოდით ,,ამერიკულ იმპერიალიზმს,” როგორ გვიყვარდა ერთმანეთი…
მერე, ქართული ღვინით მთვრალები, როგორ გადაკოცნით ერთმანეთს და ვლადიმიროვიჩს როგორ სახალხოდ დაეთანხმები, რომ მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა სწორედ რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო…
ასეა, ქართული ღვინის სმაში, ურთიერთსიყვარულში დაგათენდებათ შენ და პუტინს თავზე და მზე ისევ ჩრდილოეთიდან ამოვა…

P.S. Я же говорил: ,,Москва слезам не верит,” зато, Путин верит до слез в ,,дружбу народов”!!!-წერს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქია.

banner
წინა სტატიაში“უკაცრავად, თქვენ აქ საიდან მოხვდით?”-ივანიშვილი მდინარაძეს
შემდეგი სტატიაცესკო-ს წინასწარი მონაცემებით შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს