კახა მიქაია: სასწრაფოდ აღკვეთეთ ნაციონალური მოძრაობის თავნებობა და დააკისრეთ პასუხისმგებლობა კანონით განსაზღვრულ ფარგლებში

“დღეს ზუგდიდში ნაციონალურმა მოძრაობამ ქალაქის შუაგულში მოქალაქეების მასობრივი შეკრებით უხეშად დაარღვია კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ და მოსახლეობის თითქოსდა დახმარების მიზნით, რაც პირბადეების და სადეზინფექციო საშუალებების დარიგებით გამოიხატებოდა, საფრთხე შეუქმნა ადამიანების ჯანმრთელობას!!!

მივმართავ ნაციონალურ მოძრაობას!!!

საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების უაპელაციო დარღვევით წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება, უზნეობაა და აპრიორი დამარცხებისთვისაა განწირული!!!

გაუფრთხილდით ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას, ასევე, იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე!!!

დარჩით სახლში!!!

მივმართავ ხელისუფლებას!!!

სასწრაფოდ აღკვეთეთ ნაციონალური მოძრაობის თავნებობა და დააკისრეთ პასუხისმგებლობა კანონით განსაზღვრულ ფარგლებში!!!”,-წერს კახა მიქაია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაში(video) ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის ბოლო ინფორმაცია
შემდეგი სტატიააშშ ელჩი კელი დეგნანი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს