კახა მიქაია: ჭორვილელმა, სამტრედიელმა და კოკელმა გლეხებმა თავისი ადგილი ცხოვრებაში იპოვეს…

,,სწავლა რომ უყვარდეს ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში”, – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ფაროსანასთან ბრძოლის თაობაზე გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანოშვილის განცხადებას, რომ გლეხს უნდა ვასწავლოთ როგორ ებრძოლოს მავნებელს.

დაუჯერეთ რა, თავადიშვილ ჭიჭინაძეს, გლეხებო და შეიყვარეთ სწავლა, თორემ დარჩებით გლეხებად და სანამ ცხოვრებაში საკუთარ ადგილს მიაგნებდეთ, შეიძლება ფეხებიც გაფშიკოთ..
ხომ ხედავთ, თავის დროზე როგორ გაითვალისწინეს თავადიშვილ ჭიჭინაძის რჩევა ჭორვილელმა, სამტრედიელმა და კოკელმა გლეხებმა და კიდევაც იპოვეს თავისი ადგილი ცხოვრებაში…
ასეა ძმაო. ხომ გახსოვთ პროლეტარიატის ბელადმა თავად ჭიჭინაძესთან ერთად რა გვიანდერძა -სწავლა სწავლა და სწავლა! გლეხებმაც ისწავლეს და გახდნენ თავადიშვილები. დააკვირდით, რამდენი ნასწავლი გლეხია დღეს პარლამენტში ან მთავრობაში. თანაც, როგორი ნასწავლი გლეხები- თავად ამერიკელები რომ სწავლობენ მათგან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას- აბააა?! (იცით, ალბათ, თავადიშვილმა ჭიჭინაძემ როგორ დაამადლა გლეხუჭა ამერიკელებს-ჩვენ რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროგრამა არ დაგვეწერა, რა გეშველებოდათ, თქვე კეთილებაფეთქებულებოო.)
ასე რომ, დაიკაპიწეთ ახლა ხელები და ისწავლეთ ფაროსანასთან ბრძოლა და ფაროსანასავით გამრავლდით ნასწავლო გლეხებო და ამ სწავლაში კარგი მანერებიც თუ დაამხეცეთ, 2018 წლის არჩევნებში შეიძლება პრეზიდენტობასაც გამოჰკრათ ხელი რომელიმე თქვენგანმა…
P.S. ,,სწავლა სიკვდილმდე შენია მუდამ შენთანა მყოფელი; მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი.
სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი; თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი

 

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშიმერია, ბაღები, „ნილი“, „ფუდ-სერვისი“  და სიყვარული – ბავშვთა კვება, სუსტი წერტილი!
შემდეგი სტატიათურქეთის არმიამ სირიაში აშშ-ს მოკავშირეებს 30 მებრძოლი მოუკლა