კახა მიქაია: სამეგრელოში “ოცნებას” მთლიანად ყოფილი “ნაციონალები” აკონტროლებენ

გიხაროდენ!!!

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოშითვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდის საკრებულოში “ქართული ოცნების” კვოტით გასული და შემდეგ “ოცნების” კრიტიკისთვის საკრებულოდან გარიცხული კახა მიქაია გაზეთ “რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, რომ სამეგრელოში და არა მარტო სამეგრელოში ადგილობრივი ხელისუფლება ყოფილი “ნაციონალებითაა” დაკომპლექტებული და ახლა საარჩევნო პროცესშიც სწორედ ეს ყოფილი “ნაციონალები” გამოდიან წინა პლანზე მოსახლეობასთან სააგიტაციოდ, რაც ამომრჩეველში დიდ უკმაყოფილებას და იმედგაცრუებას იწვევს.

“ჩემი “ქართულ ოცნებასთან” დაპირისპირება სწორედ ამ პორტირებების გამო იყო გამოწვეული. ყოფილი “ნაციონალი” და მათი მთავარი გამყალბებელია ზუგდიდის დღევანდელი გამგებელი ედიშერ თოლორაია; ასევე “ნაციონალი” და კუდ-ის ოფიციალური თანამშრომელი იყო საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია; “ნაციონალი” და ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელი იყო დღევანდელ საკრებულოში “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე გონელი ნაჭყებია.

“მერიაში, საკრებულოში, ყველგან საკვანძო თანამდებობებზე, ასევე სოფლის გამგებლები, ყოფილი “ნაციონალები” არიან. ამ ყველაფრის გვირგვინი კი იყო ახლა, 22 მაისს შუალედურ არჩევნებში კორცხელში “ოცნების” მაჟორიტარად “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი წევრის, ამირან ლაგვილავას დასახელება. ამის შემდეგ შეიძლება კითხვა დაისვას, არჩევნებში ისევ წინა პლანზე იქნებიან თუ არა ეს პორტირებული “ნაციონალები”? სამეგრელოში “ქართულ ოცნებას” ამ პორტირებული ხალხით მთლიანად “ნაციონალური მოძრაობა” აკონტროლებს,” – აცხადებს მიქაია.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” ძველი წევრები ამ პროცესს ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა ყოფილმა “ნაციონალებმა” შეძლეს მათი ჩამოშორება, რის გამოც ზუგდიდში ძალიან დიდი უკმაყოფილებაა და კორცხელში ხელისუფლებამაც იმიტომ წააგო, რომ “ნაციონალის” მაჟორიტარად დასახელების გამო შეურაცხყოფილმა ამომრჩეველმა პროტესტის ნიშნად ხმა ხელისუფლებას არ მისცა.

ის მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ე.წ. კოაბიტაციამ და ამ პორტირებებმა “ქართული ოცნების” რეიტინგის კატასტროფული ვარდნა გამოიწვია, “ქართულ ოცნებას” კი სულ ტყუილად აქვს ამ პორტირებულების ერთგულების იმედი, რადგან ისინი ან მედროვეები არიან, ან ისევ “ნაციონალურ მოძრაობაზე” მუშაობენ და პირველივე შესაძლებლობისთანავე კვლავ “ნაციონალებს” დაუდგებიან ღიად გვერდით-აცხადებს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია გაზეთ “რეზონანსთან” საუბარში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: პრეზიდენტი ქართველი ადვოკატების გვერდით დგას, როგორც პიროვნულად, ისე ინსტიტუციური გარანტიებით
შემდეგი სტატიაარასამთავრობოები რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ