კახა მიქაია: რატომ ეძებდით ესებუას ზვიადისტებთან?!

გიხაროდენ!!!

გიხაროდენ!!!შს მინიტრის ვახტანგ გომელაურის განცხადება, რომ “ბანკების ყაჩაღობა ყოველთვის ხდებოდა” კახა მიქაიამ დაუფიქრებელი და სულელური განცხადება უწოდა.
თქვენ, ალბათ გახსოვთ, კიტა იზორია როგორ გაამართლა გომელაურმა. ღირსეული მინისტრი ამ შეცდომის შემდეგ გადადგებოდა. ვერიდები გომელაურებისნაირი ადამიანების კომენტირებას, რადგან ეს არასერიოზულად მიმაჩნია. ერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, „ქართულ ოცნებაზე“ სერიოზული საუბარი შენს არასერიოზულობაზე მეტყველებს. გომელაური ამის მაგალითია.

ბადრი ესებუას დასაკავებლად მიმდინარე ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებები კი, ვიცი, ინტენსიურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ამ ცოტა ხნის წინ რამდენიმე მცდელობამ, ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა, ტრაგიკომიკური იერი მიიღო!!!

საქმე იმაშია, რომ სამეგრელოში ,,გააქტიურებულმა,” ზედმეტად ცნობისმოყვარე, განსაკუთრებით ძველი თაობის ჟურნალისტებმა, რომლებიც სულ ახლახან დაუბრუნდნენ თავის პროფესიულ საქმიანობას, რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ესებუა, ზვიად გამსახურდიას მომხრეებს, ე.წ. ზვიადისტებს ჰყავდათ გადამალული და ბადრისთან ინტერვიუს ჩაწერის მიზნით მოუხშირეს ზვიადისტებთნ ვიზიტებსა და კონსპირაციულ შეხვედრებს!

თქვენ, ზვიადისტები, ყველაზე კარგად ფლობთ სიტუაციას სამეგრელოში, ამიტომ, ბადრი თუ ვინმეს ენდობოდა, სწორედ თქვენ გენდობოდათო,” ,,დაასკვნეს” ჟურნალისტებმა და ასე ცდილობდნენ ზვიადისტების დამუნათებას…

თანაც,

,,ვიცით, რომ ბადრი დამნაშავე არ არის, რომ იგი არ დასხმია საქართველოს ბანკის ფილიალს ზუგდიდში და მხოლოდ გარემოებათა მსხვერპლია…

ამიტომ, გვენდოს ჩვენ და დაგვთანხმდეს, ინტერვიუზე…

ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში, ვფიქრობ, ისაა, რომ ჟურნალისტები ზვიადისტებთან საუბრებს ფარულად იწერდნენ, თუმცა, არც ზვიადისტები ჩამორჩებოდნენ მათ და ჟურნალისტებთან თითოეული ასეთი შეხვედრის ფარულ ჩაწერას თავადაც წარმატებით ახორციელებდნენ…

ყოველივე ამის გამგონე, კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ

,,ს ი ს ტ ე მ ა”
მ უ შ ა ო ბ ს !

და კიდევ…
ყველას ახსოვს, ესებუაზე შექმნილი ლექსები, ბანკზე მისი თავდასხმიდან უკვე მეორე დღესვე, როგორ მოეფინა მთელ სამეგრელოს.
ახლა გავიგე, რომ ცნობილმა პროზაიკოსმა გელიოზ აურაცხელიამ, ბადრი ესებუაზე რომანის წერა დაიწყო, სადაც სიუჟეტი შემდეგნაირად ვითარდება:
ესებუასთან ინტერვიუს ჩაწერის სურვილით შეპყრობილი ჟურნალისტი, ერთერთ ზვიადისტს უყვარდება, რომელიც საბოლოოდ გასცემს ბადრის ადგილსამყოფელს, თუმცა, ესებუა ამ შემთხვევაშიც ხელიდან უსხლტება შსს-ს …

იმედია, რომანი მალე იხილავს დღის სინათლეს და წლის ბესტსელერიც გახდება…(იცინის)

აქვე მინდა მივმართო ხელისუფლებას: ზვიადისტებთან არაფერი გამოგივიდათ და არც მომავალში გამოგივათ.
რატომ ეძებდით ესებუას ზვიადისტებთან?!
ამით მხოლოდ შეურაცხყავით ისინი!

ხოლო ჟურნალისტებს რაც შეეხება, გირჩევთ, სადმე სხვაგან დაასაქმოთ ასეთები”-აცხადებს კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი : ირაკლი კობახიძის განცხადებამ პრაქტიკულად, მოლაპარაკებების მაგიდა ააყირავა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე : წინასაახალწლოდ, ხელაღებით რომ გაიხსნას ყველაფერი და რაც „შავ პარასკევს” მოხდა, მსგავსი განვითარდეს, ზუსტად წინასაახალწლოდ გვექნება დიდი პიკი