,გლობალური ომის პარტიას” დაპირისპირებული ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის გათეთრებას რომ შეეცდებოდა და ომის გაჩაღებაში საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებასა და დასავლეთს დაანაშაულებდა, მისი ბოლოდროინდელი რიტორიკიდან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო!!!
მეტიც, ბიძინამ იმჟამინდელ ხელისუფლებასთან ერთად, რომელიც მაშინ საქართველოს სახელმწიფოს წარმოადგენდა, შესაძლოა, დასავლეთის, როგორც ომის მთავარი ,,ინსპირატორის” გასამართლებაც მოითხოვოს…
რაც შეეხება ბოდიშს!!! შეთავაზებულ ბოდიშზე სეპარატისტების პასუხსა და, რაც მთავარია, ,,ბოდიშის” გამპრავებელ ქოც-პროპაგანდისტთა ,,წიაღსვლებს”…
ნუ, ამაზე,
რა გელაპარაკოთ, ქოცებო?!
თქვენს უტიფრობას ხომ საზღვარი არ აქვს და ამიტომ არ გამოვრიცხავ
აფხაზ და ოს სეპარატისტებს და, რაც მთავარია, რუსებს,
ჟიული შარტავასა და გურამ გაბისკირიას, გიორგი ანწუხელიძისა და შინდისის გმირების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა
და თამაზ გინტურის ნაცვლადაც მოუხადოთ ბოდიში…
დარწმუნებული ვარ, კრემლმა თუ გიბრძანათ, ამასაც იკადრებთ და ამ უტიფრობის გამართლების კამპანიას მამუკა მდინარაძეს ჩაუყენებთ სათავეში…
P.S. ქოცებო, სანამ
თქვენ და თქვენი სეთური პუტლერს საბოლოოდ ,,გაამართლებდეთ”, ოს და აფხაზ სეპარატისტებს ბოდიშს მოუხდიდეთ და ოკუპანტთან დიპლომატიურ კავშირს აღადგენდეთ, ამ ჩანაწერს კიდევ ერთხელ მოუსმინეთ, თქვე ორჯონიკიძეზე მეტად ორჯონიკიძეებო,-წერს კახა მიქაია.