კახა მიქაია: „„ქვეყანას მიხედეთ, ქვეყნის ,,მოყვარულო“ ხელისუფლებავ და ქვეყნის ,,მოძულე“ ოპოზიციავ!“

გიხაროდენ!!!საუკუნის, ბოლო ათწლეულის, წლის, კვარტლის თუ არა, არჩილ თალაკვაძის დღის ფრაზამ: ,, ძველი ნაციონალური მოძრაობა,” ქვეყნის მოყვარული მთავრობის პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და ,,ძველი ნაციონალური მოძრაობის” საინფორმაციო უზრუნველმყოფლის ( და არა მარტო) ,,რუსთავი2″-ს ძველი სახის, ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილის, ამდილით პრემიერის მიერ წუხელ ბათუმში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას, ურთიერთგადაძახილებმა(რომელ პოლიტიკურ ძალას გულისხმობთ, /ბაღაშვილი/, ოპოზიცია ქვას ქვაზე არ დატოვების, ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდეს, /კვირიკაშვილი/), კახი კალაძის შეურყვნელი და მუდამ დამაჯერებელი სახით ,,ნაციონალური მოძრაობის” პირდაპირ თუ არა, ირიბად დადანაშაულებამ ბათუმის მოვლენებში, ახალი ნაცების, აწ უკვე ევროპელი ქართველების ბოკერია- უგულავას ტანდემის ცოტათი შეშინებულმა, მაგრამ მაინც ჩვეული მოხერხებულობით ყველაფრის ხელისუფლებაზე გადაბრალების მცდელობამ ბათუმის მოვლენების ინტერპრეტირებისას, წვერმოშვებული გია ბარამიძის( ძველი ნაცის) შეუვალმა ლოგიკამ და ბოლოს, ენერგიადაცლილმა, ეგზალტირებულმა ბრბომ და ცეცხლწაკიდებულმა ბათუმმა (ბიძინა გეგიძის ,,კუკს” არ ვიმჩნევ), გამიჩინა სურვილი, ხელები ზეცისკენ ამეპყრო და დამეძახა:
ქვეყანას მიხედეთ, ქვეყანას, ქვეყნის ,,მოყვარულო” ხელისუფლებავ და ქვეყნის ,,მოძულე” ოპოზიციავ და მერე საკუთარ თავს!!!
P.S. რაც შეეხება პერსონალურად თალაკვაძეს, მას ხშირად ვამსგავსებ ილია ჭავჭავაძის ,,ოთარაანთ ქვრივიდან” კესოს ძმა არჩილს, ( თუმცა არჩილის განსწავლულობა იქით იყოს), რომელსაც ზოგჯერ ძალიან მინდა თავზე ხელი გადავუსვა და შუბლზე ვეამბორო.
ჩემო არჩილ, როგორც ვაყტობ, საქმე იმგვარად მიდის, ,,ნაცმოძში” თუ ვერ მოასწარი, ,, ქართულ ოცნებაში” მაინც დაძველდები, დაღვინდები და კარგი ბიჭი იქნები-წერს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელსა და სუს-ს შორის და კავშირი ბათუმში მომხდარ არეულობასთან
შემდეგი სტატიაეთიოპიაში ნაგვის ჩამოწოლის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა