კახა მიქაია: “ქულები” შეგიძლიათ პუტინთან საკუთარი ინტერესების დათმობისა და უღირსობის აშკარა გამოვლინების ხარჯზე დაიწეროთ!

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის ყურებისას, რომ შეხვედრა თითქოს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში კი არ მიმდინარეობდა, არამედ კრემლში!!!…
ეჭვიც არ მეპარებოდა…
დიახ, არ მეპარებოდა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ხელს არ მოაწერდა არანაირ ,,შეთანხმებას””…
,,შეთანხმებას,” რომელიც უკრაინელებს არ აძლევდა მომავალში აგრესორის მხრიდან თავდაუსხმელობის მყარ გარანტიებს…
შეთანხმებას, რომლითაც ზელენსკისგან ,,მშვიდობისა” და ,,ფინანსური სარგებლის” სახელით ფაქტობრივ კაპიტულაციას მოითხოვდნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი…
რაც შეეხება ,,დიპლომატიასა” და პუტინის ,,მოტყუების” მცდელობებს…
ვფიქრობ,
ცოტა ღიმილის მომგვრელია, ქართველი თუ უცხოელი ,,ტრამპოლოგების” წიაღსვლები ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტისა და მისი კაბინეტის წევრების მხრიდან ,,დიპლომატიაზე” ან პოლიტიკურ ,,მოქნილობაზე”…
ერთი
სიტყვით,
ფაქტი სახეზეა!!!
ვერ მოხერხდა ზელენსკის დაყოლიება!!!
შეურაცხყოფებისა და გაუგონარი აგრესიის მიუხედავად, რომელიც ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, უკრაინელების პრეზიდენტის დამორჩილება შეუძლებელი გახდა!!!…
ასე რომ, უკრაინელები აგრძელებენ თავიანთ ღირსეულ პრეზიდენტთან ერთად ბრძოლას ბოროტების იპერიის წინააღმდეგ!!!
მთელი ევროპა და არა მხოლოდ ევროპა ახლა უკვე ცალსახად უკრაინელების მხარესაა!!!
ბრძოლა გრძელდება!!!
P.S. რაც შეეხება სიყვარულსა და ზავს!!!
ბატონებო, ვისაც პუტინი გიყვართ და პრეზიდენტ ზელენსკის მის უსიყვარულობას ვერ პატიობთ…
ვისაც პუტინთან უკრაინის ეროვნული ინტერესების ხარჯზე ,,ქულების დაწერა” განგიზრახავთ,
იცოდეთ!!!
პუტინის სიყვარულში არავინ შეგეცილებათ…
ხოლო რაც შეეხება ,,ქულების დაწერას’, ქულები შეგიძლიათ პუტინთან საკუთარი ინტერესების დათმობისა და უღირსობის აშკარა გამოვლინების ხარჯზე დაიწეროთ!!!”,-წერს კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიმასკმა X-ზე ხელოვნური ინტელქტის მიერ შექმნილი ვიდეო აკრძალა (ვიდეო)
შემდეგი სტატიასლოვაკეთის პრემიერ მინისტრი რობერტ ფიცო ევროკავშირს ულტიმატუმს უყენებს