კახა მიქაია: „ქოც-ნაცური დაპირისპირება ქვეყანას რუსული ორბიტისკენ მიაქანებს“

კახა მიქაია: „ქოც-ნაცური დაპირისპირება ქვეყანას რუსული ორბიტისკენ მიაქანებს“
წალენჯიხის გარდა „ქართულმა ოცნებამ“ ყველგან გამარჯვება გაიფორმა. სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია „თაიმერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა რუსეთისკენ. მას ქვეყანაში არსებული პოლარიზებაც ადარდებს. ის „ქართულ ოცნებას“ და ნაციონალურ მოძრაობას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში ადანაშულებს.

კახა მიქაია:
-მე ვერ წარმომედგინა ასე თუ შეიძლებოდა არჩევნების ჩატარება. ვერასდროს წარმოვიდგენდი ხელისუფლება საკუთარ ხალხს ასე თუ მოექცეოდა. ეს სპეცოპერაციაც არ იყო. ეს უბრალოდ არ იყო არჩევნები, ეს იყო ადამიანების შეურაცხყოფა. ოპონენტებს რომ თავი დავანებოთ, „ქართულმა ოცნებამ“ თავის მომხრეებსაც მიაყენა შეურაცხყოფა. ვისურვებდი, რომ საქართველოში ასეთი არჩევნები აწი არასდროს აღარ ჩატარდეს.
მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ეს იყო ნაცების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია. ის რაც ამ არჩევნებზე მოხდა, ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება. ამით საქართველო გააბანძეს და კიდევ ერთხელ სცადეს ჩვენი ქვეყანა გადაექციათ რუსეთის გუბერნიად.

– გამოუვა „ოცნებას“ საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევა? წალენჯიხის მაგალითმა აჩვენა, რომ ყველას დაშინება და მოსყიდვა შეუძლებელია.

– მოდით ცოტა ღრმად შევხედოთ ამ პროცესს, აქ მხოლოდ ქოც-ნაცური დაპირისპირებაში არ არის საქმე. ბუნებრივია გახსოვთ რა დამოკიდებულება ჰქონდა გახარიას პარტიის მიმართ ქოცებს, აღარაფერს ვამბობ ნაციონალებზე. თუ შენ ქოცებს რაღაცაში არ ეთანხმები, მათ თვალში ხარ მტერი და მოღალატე. ასეთი დამოკიდებულება განსხვავებული აზრის მიმართ პუტინის რუსეთშია, ასე იყო საბჭოთა კავშირშიც. დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს საბჭოთა საქართველო, იმ განსხვავებით რომ მაშინ მხოლოდ ერთი პარტია არსებობდა.
ეს გახლავთ საბჭოთა მენტალიტეტი, რომლის წინააღმდეგ იბრძოდნენ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. ამ ორმა დიდმა ტიტანმა შეძლო საბჭოთა მონსტრის დამარცხება და მერე ედუარდ შევარდნაძემ წითელ ინტელიგენციასთან ერთად შური იძია მერაბზე და ზვიადზე. დღეს ქვეყნის ხელისუფლებაში სწორედ შევარდნაძის კლასტერია.
პუტჩი, რომელიც 1991 წლის დეკემბერში დაიწყო არ დამთავრებულა, პუტჩი დღემდე გრძელდება. პუტჩისტები არიან ხელისუფლებაში, მენტალურ პუჩისტებს ვგულისხმობ.

– რატომ გულისხმობთ მენტალურ პუტჩისტებს, პუტჩის მონაწილე ბევრი პირია დღეს ხელისუფლებაში.

– გეთანხმებით, პუტჩისტები არიან, როგორც ნაცებში, ასევევ ქიცებში. რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს დიდწილად ნაციონალებისა და პირადად მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაცაა! ქოცები შვა ნაციონალურმა მოძრაობამ. ამიტომ ვთვლი, რომ პუტჩისტური მენტალიტეტი საქართველოს საბოლოოდ დაანგრევს. მენტალირი პუტჩისტების მიზანია, საქართველო არ გახდეს თავისუფალ;ი და ევროპული ქვეყანა. მხოლოდ დეკლარირება არაფრის მომტანია, როგორც ამბობენ, საქმემან შენმან გამოგაჩინოს. მათი გაკეთებული საქმით კი ქვეყანა საბჭოთა კავშირისკენ მიდის.

– თქვენ პუტჩი გაიხსენეთ. თავის დროზე სწორედ სამეგრელო აღუდგა წინ პუტჩს, ახლაც ასე მოხდა – წალენჯიხა არ შეეგუა ძალადობას და სხვა არჩევანი გააკეთა.

– რა მოხდა სამეგრელოში, ყველაფერს ვიტყვი დაუფარავად. გია ხარჩილავა და ანზორ მელია ამომრჩეველმა ამჯობინა მეგიზ ქარდავას და ახალაიების შნირებს. ნაცებმა გაიხედ-გამოიხედეს და მერის არჩევნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მათი კონკურენტები, მათივე შნირები აღმოჩნდნენ. ბოცა, ნახვაწა, ჩლიქოსანი და სხვები არიან ნაცების შნირები. ამ არჩევნებზე ნაცებსა და ნაცების შნირებს შორის გაიმართა პაექრობა და ჰოი საოცრებავ, ნაცებს ნაცების შნიერებმა ,,აჯობეს.” გამონაკლისი მხოლოდ წალენჯიხაა. ეს არის ამ არჩევნების მთელი ალია-ბალია, სად არის აქ „ქართული ოცნება“ ან კიდევ სხვა ვინმე?!

– მომავალში რა იქნება, გადაყლაპავს „ოცნება“ მარცხს წალენჯიხაში? დიდი ალბათობით იქნება ზეწოლა, რომ გია ხარჩილავამ წალენჯიხის მერის პოსტი დატოვოს.

– წალენჯიხაზე სერიოზული ზეწოლა იქნება. წალენჯიხელ ძველ ბიჭებს მაგარი ჩავარდნა ჰქონდათ. არსებული პოლარიზება არ დამთავრდება. ამის დასასრულს მე ვერ ვხედავ. ნაცები და ქოცები შეეცდებიან ერთმანეთი შეავსონ, რომ მერე მხოლოდ მათ იტივტივონ ზედაპირზე. ორივე ძალა კატეგორიული წინააღმდეგია ალტერნატიული ძალის გამოჩენის. ქოც-ნაცური დაპირისპირება საქართველოს საბოლოოდ დააბრუნებს რუსულ ორბიტაზე და ჩვენ გავხდებით რუსეთის გუბერნია.

– იმედია ეს არ მოხდება. ჩვენ კი ისევ არჩევნებს დავუბრუნდეთ. გვქონდა მოლოდინი რომ გიორგი გახარიას პარტია სერიოზული შედეგს დადებდა. სამეგრეკლოში წესით მას ბევრი ხმები უნდა აეღო.

– გახარიას პარტიას და თავად ყოფილ პრემერს არნახული ზეწოლა და შანტაჟი მოუწყვეს. ამ ვითარებაში მან ბევრი მაჟორიტარი გაიყვანა სამეგრელოში. მან ქვეყნის მასშტაბით სერიოზული შედეგი აჩვენა. სხვა ამდენს ვერ შეძლებდა. ნაცებმა და ქოცებმა მას ერთობლივად გაუხსნეს ცეცხლი.
ვინ დააზიანა ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ? რა თქმა უნდა გახარია. მიშას ჩამოსვლამ ნაცები და ქოცები გააძლიერა. მიშას დაბრუნება მოემსახურა ქვეყანაში პოლარიზებას გაძლიერებას. ყველა პოლიტიკურმა ძალამ დაკარგა შანსი გამხდარიყო მესამე პოლიტიკური ცენტრი. პირველ რიგში ყოფილი პრემიერის პარტიამ.
მიშას ჩამოსვლამ ამ თემაზე საუბარი საერთოდ დაასამარა. ქვეყანაში ისევ ქოცები და ისევ ნაცები დარჩნენ. ეს არის აუტანელი. ამ ძალების მიმართ სიმპატიებს ვერაფრით გამოვხატავ, რადგან კარგად ვხედავ, რომ მათი დაპირისპირება ქვეყანას რუსული ორბიტისკენ მიაქანებს.

თაიმერი
banner
წინა სტატიაშიფრაქცია “ლელო საქართველოს” პროტესტის ნიშნად პარლამენტის პლენარულ სხდომებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- მადლობას ვუხდი ბორის ჯონსონს და ანტონიო გუტიერეშს გაწეული ძალისხმევისთვის, რომლის შედეგად პანდემიის გათვალისწინებით, მსოფლიოს 120-ზე მეტი ლიდერის შეკრება შედგა