კახა მიქაია პრემიერ-მინისტრს მიმართავს

გიხაროდენ!!!

გიხაროდენ!!!ბატონო პრემიერ- მინისტრო! არამხოლოდ თქვენს მეგობრებში, არამედ საერთოდ ,,ქართულ ოცნებაში” იმდენი ბრიყვი და რეკორდსმენია სისულელეების დაბრეხვებაში, რომ გულს ნუ გაიტეხთ, არ ინერვიულოთ და ნურც ჩვენ გვანერვიულებთ!!-ასე ეხმინება  “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის “ქართული ოცნების” ახალი სახის, დავით კოღუაშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

 

„დავით კოღუაშვილი ჩემი ახლო მეგობარია, მას ნამდვილად ვერ დავწამებ, რომ დადებით სენტენციებს განიცდის სააკაშვილის ხელსიუფლების მიმართ. თუმცა, უნდა ვთქვა – სამწუხაროა, რომ მან ორიოდე დღეში მოხსნა ყველანაირი რეკორდი ძალიან დაუფიქრებელი განცხადებების“, – აცხადებს პრემიერი.ამასთან, გიორგი კვირიკაკშვილისთვის მიუღებელია ის განცხადებები, რომელიც კოღუაშვილმა პარტიის ახლანდელი და უკვე შესაძლო ყოფილი წევრების მიმართ გააკეთა.

„მე თვითონ პირადად ძალიან ვუფრთხილდები, რომ გავაკეთო ისეთი განცხადებები, რომ პიროვნულად რაიმე შეურაცხყოფა მივაყენო ან გული ვატკინო ჩვენს ყოფილ და დღევანდელ თანაგუნდელებს. დღეს არის განახლების პროცესი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითეულს გავუფრთხლედ, დავითის განცხადება იყო საკმაოდ დაუფიქრებელი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დავით კოღუაშვილი ზოგიერთი განცხადება “ცოტა კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო, თუმცა მას მეტი დაფიქრება მართებს, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს”.

banner
წინა სტატიაშიკიმ ჩენ ინმა მოწევას თავი დაანება
შემდეგი სტატიავენეციის კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაგზავნილი კანონპროექტის შესწავლა დაიწყო