კახა მიქაია პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 10, 2020 21:58

კახა მიქაია პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს

 

ბატონო პრემიერო!

ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების მიუხედავად, რაც გამოწვეულია კორონავირუსის გავრცელების საშიშროებით, მსურს, თქვენი ყურადღება მივაპყრო ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის, კერძოდ, ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის გასხვისების ფაქტს!

ბატონო გიორგი!

ვფიქრობ, დადგა დრო, თქვენ, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პირად კონტროლზე აიყვანოთ ამ უნიკალური ისტორიული ძეგლის ირგვლივ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები და არ მისცეთ არავის მისი საბოლოოდ განადგურების საშუალება!

მიმაჩნია, რომ აუცილებელია, სახელმწიფომ თავად შეისყიდოს ეს ტერიტორია და დაუბრუნოს ზუგდიდის მუზეუმს, რათა ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ამ საკითხით სპეკულირება საზოგადოების გარკვეულ წრეებში!

გთხოვთ, დაინტერესდეთ ამ პრობლემით და დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია!

პატივისცემით
კახა მიქაია

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 10, 2020 21:58

Google სტატისტიკა


9,124
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics