კახა მიქაია: ფაქტია, ივანიშვილმა ისევ შესძლო ოპოზიციის გახლეჩვა და საფუძველი გამოაცალა ერთიანი ფრონტით ქვეყნის ევროპული მომავალისათვის ბრძოლის პერსპექტივას

“ციკლიდან:
,,თანამედროვე დიდგორი”
ყალბი პათოსი ბიძინას წინააღმდეგ ,,უთანასწორო ბრძოლაში” შესვლისა ამაზრზენი და გულისამრევია…
ისტორიულ რაკურსსა და წარსულის მაგალითების მოშველიებას არანაირი კავშირი არ აქვს იმ ადამიანების ქმედებებთან და გადაწყვეტილებებთან, რომელთათვისაც სასარგებლო იდიოტის როლში ყოფნა პრობლემას არ წარმოადგენს…
თანაც, ,,აღმაფრთოვანებელი” ის არის, ,,მოლაშქრეებმა,
ლელომ და გახარიელებმა,” ,,თანამედროვე დიდგორის” მოგება ბრძოლის ველზე დავით აღმაშენებლის ყოფნის გარეშე რომ გადაწყვიტეს… ერთის ,,აღმაშენებელი” ბიძინას ციხეშია, მეორის ,,აღმაშენებელი” კი ქვეყანაში ვერ ჩამოდის…
მიდით, ბიჭებო, მიდით, ,,წაგლიჯეთ” თბილისი ბიძინას, ოღონდ, ისე არ მოხდეს, ისე არ ,,გაიმარჯვოთ” დიდგორის ბრძოლაში, რომ თბილისის ,,წაგლეჯვა” კი არა, ,,ნიჟე” გაკეთება მოგიხდეთ…
ვაი, თქვან ცოდა…
მომიტევოს დიდი მეფის აჩრდილმა ამ სასარგებლო იდიოტებთან მიმართებაში მისი მოხსენიების გამო…
ფაქტია, ივანიშვილმა ისევ შესძლო ოპოზიციის გახლეჩვა და საფუძველი გამოაცალა ერთიანი ფრონტით ქვეყნის ევროპული მომავალისათვის ბრძოლის პერსპექტივას…
P.S. აქვე მინდა მივესალმო ,,ლელოს” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის საბა ბუაძის ღირსეულ ქმედებას და წარმატებები ვუსურვო მას!!!”-წერს კახა მიქაია

კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია დაასრულებს ივანიშვილს, უკვე “ლელოს” გარეშე! – ლაშა ბუღაძე
შემდეგი სტატიაბექა ლილუაშვილი: ბოიკოტისტებმა დადეთ გეგმა, როგორ ამარცხებთ ოცნებას ბოიკოტით! დანარჩენი ლირიკაა