კახა მიქაია: ოპოზიციამ უნდა იცოდეს, ჩურჩულებით და თვალის ჩაპაჭუნებით, ივანიშვილთან ბრძოლა აღარ გამოვა, თუნდაც ფასილიტატორების მონაწილეობით

კახა მიქაია გუბერნატორს მიმართავს–რა მოხდა ზიგდიდში

თავად „ქართული ოცნების“ იდეა კარგი იყო და სწორედ ბიძინა ივანიშვილის ამ იდეას დავუჭირე მხარი!
გეკითხებით, რა დარჩა „ქართული ოცნების“ იდეიდან? მოხდა მისი განხორციელება და რეალიზება?! არა, არ მოხდარა, მოხდა „ქართული ოცნების“ იდეის პროფანაცია და მისი ავტორი თავად ბიძინა ივანიშვილია!
მასთან არ შეიძლება თამაში. ქვეყანაში იგი არის ყველაზე მდიდარი კაცი, თავად ქვეყანაზე მდიდარი! ქართულმა საზოგადოებამ და ოპოზიციამ შეძლეს ის, რომ ამ ღარიბ ქვეყანაში მდიდარ კაცს გაუწიეს წინააღმდეგობა და ეს მდიდარი კაცი ჩააგდეს გამოუვალ მდგომარეობაში. წარმოდგენილი მაქვს, ივანიშვილი რას არ იზამს, რომ გაიფორმოს გამარჯვება და დასავლეთს ანახოს – არა ბატონო, ერთპარტიული პარლამენტი არ არის ქვეყანაში, ქვეყანაში დემოკრატიაა, ნახეთ, რამდენი პარტიაა პარლამენტშიო! მინდა გითხრათ, დღეს რომ ივანიშვილი თავის საწადელს ვერ აღწევს და შავ დღეშია, ეს უკვე ნიშნავს ქართული საზოგადოების და ამომრჩევლის გამარჯვებას. ქართველი ამომრჩევლის ნების რეალიზება- წავიდეს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან და დამთავრდეს რუსული მმართველობა, დამოკიდებულია ქართული საზოგადოების და ოპოზიციის სიმტკიცეზე! ხალხმა პასუხი უნდა აგებინოს ბიძინა ივანიშვილს იმის გამო, რაც მან ჩაიდინა. ახლა ჯერი ქართულ საზოგადოებაზეა, რომელმაც არაფერი არ უნდა დაუთმოს ბიძინა ივანიშვილს.
მოლაპარაკებების რაუნდებს, ოპოზიციონერებსა და დედისერთა ქართულ ოცნებას” შორის ჩურჩულების რაუნდები ვუწოდე!
ოპოზიციამ უნდა იცოდეს, ჩურჩულებით და თვალის ჩაპაჭუნებით, ივანიშვილთან ბრძოლა აღარ გამოვა, თუნდაც ფასილიტატორების მონაწილეობით. ერთადერთი ამოსავალი მიმდინარე მოლაპარაკებებისა უნდა იყოს ხელახალი არჩევნების დანიშვნა და შემდეგ სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
დიდი სურვილი მაქვს, ოპოზიციამ გაათვითცნობიეროს, თუ რამოდენა პასუხისმგებლობა აკისრია ხალხისა და ამომრჩევლის წინაშე, მან უნდა გაათვითცნობიეროს, რომ მას პასუხისმგებლობისაგან დაცლილი და უთავმოყვარეო ხელისუფლების წინააღმდეგ უწევს ბრძოლ-აცხადებს კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია: ოპოზიციის იმ ნაწილმა გვარები თავად თქვან იმ ნაწილმა, რომელსაც მიაჩნია, რომ „ოცნებასთან“ არის პროგრესი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხის გარეშე
შემდეგი სტატიავახტანგ მეგრელიშვილი: რიგგარეშე არჩევნები არასდროს ყოფილა ჩვენთვის მნიშვნელოვანი