კახა მიქაია: ,,ოცნებაში” გადარგულ- გადაზრდილები ხარობენ და საქართველოს დენდროლოგიურ პარლამენტში შლიან ტოტებს..

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოში

დიდი ხანია, ფეისსივრცეში მუსირებს აზრი, ,,რაც კი გადარგო, ყველაფერმა გაიხარა”. მეც მინდა შევუერთდე ამ საერთო- სახალხო მხიარულებას და ჩემი მოკრძალებული აზრი დავაფიქსირო.
როგორც ვხედავთ, განსაკუთრებით ნაცმოძიდან ,,ოცნებაში” გადარგულ- გადაზრდილები ხარობენ და საქართველოს დენდროლოგიურ პარლამენტში შლიან ტოტებს, საყვარლად შრიალებენ და პოლიტიკურადაც იზრდებიან. მართლაც, მათი ზრდა საგრძნობლად შესამჩნევია, აქედან გამომდინარე, ნება მიბოძეთ, ერთი ინიციატივა შემოგთავაზოთ: ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, ზარდიაშვილებისაგან (ზარდიაშვილი გადაზრდილების კოლექტიური სახეა) საქართველოს დენდროლოგიურ პარლამენტში შეიქმნას მრავალრიცხოვანი საპარლამენტო ფრაქცია სახელწოდებით ,,მზარდიაშვილები”, ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ!!!


P.S. იმედია, როცა დადგება ის სანატრელი საქართველოს დენდროლოგიური პარკი-პარლამენტის ქუთაისიდან საქართველოს დედაქალაქში გადარგვა- გადაზრდის დღე, პროცესია შეუფერხებლად /,,ახლა იწყება წიფის გვირაბი, თქვნ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?!” /გალაკტიონი/ და წარმატებით დასრულდება და მთელი საქრთველო ,,მზარდიაშვილებივით” კმაყოფილებისგან სიხარულით ავშრიალდებით–წერს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია “ფესბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე სუს-ზე: 118 მილიონი იხარჯება პოლიტიკური ოპოზიციის დევნაში
შემდეგი სტატია(ვიდეო) ოცნების დეპუტატის მამხილებელი მასალა!!!