კახა მიქაია: ,,ნამეტანი ჭკვიანი კაცი ხარ, შენ, შვანგირაძე!

გიხაროდენ!!!

“ბობოლა რუსეთუმეების სელფები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ტიპებთან, კვირიკაშვილის ,,მკვახე” პასუხი რუსეთის დუმის დეპუტატისადმი, ამ ბოლო დღეების განმავლობაში ,,ანტირუსული” განწყობები ქვეყანაში, მაფიქრებინებს-ხშირად უნდა ვიზეიმოთ, ხშირად უნდა მოვიწვიოთ დასავლელი პარტნიორები საქართველოში ამა თუ იმ მიზეზით, ხშირად უნდა გავმართოთ ბანკეტები, მიღებები, კონცერტები. ხშირად უნდა გავუგოროთ კოჭი ერთმანეთს და იქნებ მართლაც დავრწმუნდეთ იმაში, რომ თუ კონსტანტინე გამსახურდია სერგო ორჯონიკიძეს, მისი წითელარმიელების როსტოვს იქით გადაყრით ემუქრებოდა, ჩვენ, ერთ მშვენიერ დღეს, ყველანი ერთად, ბზიფს იქით მაინც მოვინდომებთ თანამედროვე წითელარმიელები გადავყაროთ და ,,გეორგიევსკის ლენტიც” ,,ერთ ადგილზე” დავიბნიოთ!
P.S. ,,ნამეტანი ჭკვიანი კაცი ხარ, შენ, შვანგირაძე!!!-წერს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სახალხო დამცველი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარებას ეხმიანება
შემდეგი სტატია,,ძვრფას ჯიპზე საუბარი – მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაა,,