კახა მიქაია: მომავალ არჩევნებს ივანიშვილის აჩრდილი უფრო მოიგებს, ვიდრე კახი კალაძე…

1 ივლისი. თბილისი. 2017 წელი.
მთაწმინდის პარკი.
,,ქართული ოცნების” მიერ კახი კალაძის თბილისის მერად წარდგენის ცერემონიალი.
კახი კალაძე: ,,ჩვენთან ტოლერანტობა ყოველთვის იყო აყვანილი სახელმწიფოს პოლიტიკის ხარისხში”
ალბათ უნდოდა ეთქვა, ჩვენთან ტოლერანტობა ყოველთვის იყო აყვანილი სახელმწიფო პოლიტიკის ხარისხში…
ან რანგში…
მაგრამ ეს არაფერი…
გუშინდელმა წარდგენამ, ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის მთაწმინდაზე არყოფნისა და გამომსვლელთაგან მისი გაკვრითაც არხსენების მიუხედავად, საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ მომავალ არჩევნებს ივანიშვილის აჩრდილი უფრო მოიგებს, ვიდრე კახი კალაძე ან ,,ქართული ოცნება” ან ორივე ერთად.
,,ქართული ოცნების” ამომრჩეველს კი, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე,
სულისთვის ტკბილი ნანას თქმა,
ხატისთვის უბედობის ჩვენება
და დამაშვრალი გულის მოსასვენებლად
ოფელიასავით მონასტერში წასვლა,
იმედია, არ მოუწევს.

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშიერდოღანი: ვერავის დაარწმუნებთ, რომ თქვენი მიზანი სამართლიანობაა
შემდეგი სტატიასაქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს