ლევან დავითაშვილი – ფაროსანა პროტეინის წყაროა და შეუძლიათ ჭამონ ქათმებმა, ინდაურებმა – რაც შეეხება ამ ფრინველის ხორცის ვარგისიანობას, მის სუნს, ეს ინდივიდუალური აღქმის საგანია.
ხედავთ, ფაროსანას დაგემოვნების და ორგანიზმის პროტეინებით გამდიდრების რა ორიგინალური მეთოდი შემოგვთავაზა მშრობლიურმა ხელისუფლებამ?!…
თანაც, ფაროსანა დაგემოვნებულ ქათმის ან ინდაურის ხორცს რომ მივირთმევთ, ჩვენი ორგანიზმის ინდივიდუალურობასაც მარტივად დავადგენთ და მოსალოდნელი რისკების პრევენციასაც შეძლებისდაგვარად განვახორციელებთ.
რისკები გაინტერესებთ?
კი ბატონო, უბრალოდ შეიძლება კუჭი აგვეშალოს. ე.ი დაგვემართოს ფაღარათი, სხვანაირად-ტრაწი! ( ისე, ისედაც დიდ ტრაწში მყოფთ, ეს რას დაგვაკლებს?!)
ერთი სიტყვით, სანამ ჩვენ თავზე ვიგემებდეთ ფაროსანას დაგემოვნების ორიგინალური მეთოდის შედეგებს, უმჯობესი იქნება ეს პროცედურა ჯერ ხელისუფლებამ საკუთარ თავზე გამოსცადოს…
თუ ხელისუფლებას კუჭი აეშალა, მაშინ ჩვენი ტრაწიანი ხელისუფლებისადმი სოლიდარობის ნიშნად, ჩვენ რიგებშიც აღოჩნდებიან მისი გულმხურვალე მხარდამჭერები და ჩვენ ხელისუფლებას ამ გასაჭირის ჟამს მარტო არ დატოვებენ… ნებაყოფლობით დაიმართებენ ტრაწს…
P.S. მანამ კი, ძვირფასო მეგობრებო, პატივცემულო საზოგადოებავ, ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ შესაძლო ტრაწიანი მთავრობის ყველაზე ტრაწიანი მინისტრის ორიგინალური ფოტო, მისივე ,,ავტოგრაფით”